ბაკურიანმა FIS-ის მეორე ტურნირსაც წარმატებით უმსაპინძლა
ბაკურიანმა FIS-ის მეორე ტურნირსაც წარმატებით უმსაპინძლა
05.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სათხილამურო სქი-ქროსში, მსოფლიო თასის ეტაპის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ქართულმა სამთო კურორტმა ამჯერად, სნოუბორდერთა ტურნირის უმასპინძლა. ისევე, როგორც მოთხილამურეთა შორის, ბაკურიანში შეჯიბრი სნოუბორდერთა კროსი გაიმართა. განსხვავება იყო კიდევ, ტრასის კონფიგურაციაში, რომლის სიგრძეც 1260 მეტრს შეადგენდა.


ბაკურიანმა, სნოუბორდერთა კროსის მსოფლიო თასისი ორ ეტაპს უმასპინძლა. პირველ დღეს, 4 მარტს, მსოფლიო თასის ეტაპში 16 ქალმა და 32 კაცმა მიიღო მონაწილეობა.


ამ დღეს, მამაკაცთა შორის, პირველობა არავის დაუთმო კანადელმა სპორტსმენმა, ელიოტ გრონდინმა. მას მხოლოდ რამდენიმე წამით ჩამორჩა ავსტრიელი ლუკას პაჩნერი. მესამე კი, იტალიელ ლორენცო სომარივას ერგო.


ქალთა შორის ბაკურიანის ეტაპის გამარჯვებული, ჩეხი სპორტსმენი, მოქმედი გათამაშების ლიდერი, ევა სამკოვა გახდა. მეორე ადგილი, ფრანგ სპორტსმენს სოუზა მაბილეუს ერგო, მესამე კი ამერიკელი ლინდსი ჯაკობელისი იყვნენ.



5 მარტს, ბაკურიანის სტარტი მსოფლიო თასის გათამაშების მეორე ეტაპს დაეთმო. ქალები, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში, მხოლოდ ¼ ფინალიდან ჩაებნენ. თუმცა, 4 მარტის საპრიზო სამეულიდან ევა სამკოვა და ლინდსი ჯაკობელი, ამჯერად, მხოლოდ მცირე ფინალით დაკმაყოფილდნენ.


მსოფლიო ჩემპიონმა, ბრიტანელმა შარლოტ ბეიქსმა, ბოლო მომენტში, სწორო მონაკვეთზე მოახერხა, რბოლის ლიდერებისთვის ფრანგმა კლო ტრეშპოსითვის და ტრასაზე სტაბილურად მოასპარეზე ფაი გილინსმა. აშშ-დან. ამ რბოლაში, მეოთხე ადგილი დაიკავა იტალიელმა მიკელა მოიოლიმ.  ბრიტანელმა ამ გამოსვლის შემდეგ, თავის აქტივს, 100 სარეიტინგო ქულა დაუმატა.


ვაჟთა შორის, მსოფლიო თასის მფლობელი,  ავსტრიელი ალესანდრო ჰემერლი, ბაკურიანის ეტაპზე, მხოლოდ,  მესამე ადგილზე გავიდა. რბოლა კი, იტალიელმა ომარ ვისინტი მოიგო. მეორე ამ დღეს, შვეიცარელი კალე კობლეს იყო.  აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მარცხის მიუხედავად, ავსტრიელმა მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში, ლიდერის პოზიცია მაინც შეინარჩუნა.


შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოს 2023 წლის  ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სათხილამურო ფრისტაილსა და სნოუბორდში გაიმართება. 2023 წლამდე, კი წელს გამართული ტურნირების ჩათვლით, ბაკურიანმა FIS-ის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირსაც უნდა უმასპინძლოს.



ფოტო: Alexander Bagration-Davidoff