
დღეს, 5 მარტს, უზბეკეთში საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის მორიგი ტურნირი დაიყო. ასპარეზობის პირველ დღეს, 2 წონით კატეგორიაში, ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ტაშკენტის გრანდ სლემზე, წარმოდგენილი 3 ქართველი ქალი ძიუდოისტიდან დღეს, -52 კგ წონით კატეგორიაში, ტატამზე ერთი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი გავიდა და სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში სამხრეთ კორეელ ძიუდოისტთან დამარცხდა და ტაშკენტის გრანდ-სლემზე ასპარეზობა დაასრულა.
ერთ წონით კატეგორიაში, -60კგ-ში იასპარეზა ჯაბა პაპინაშვილმა. ქართველმა პირველი ეტაპის საწყისი ბრძოლები წარმატებით ჩაატარა. ჯერ ყირგიზეთის სახელით მოასპარეზე ოთარ ბესტაევი დაამარცხა, შემდეგ კი, ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის სძილია და ½ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ყაზახ ძიუდოისტს, იელდოს სმეტოვს შეხვდა. ამ ორთაბრძოლაში, გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა, სადაც, სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლა, რეპეჟაში გააგრძელა. თუმცა, ია, ტაჯიკ შაჰბოზ საიდაბუროროვთან ვაზარით დამარცხდა.
სხვათა შორის, რეპეჟადან, ამ წონით კატეგორიაში, ტაშკენტის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ მოიგო.
ხვალ, 6 მარტს „ტაშკენტის გრანდ სლემზე" ჩვენი ნაკრები სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:
-70კგ მარიამ ჭანტურია
-73 კგ ფრიდონ გიგანი
-81 კგ გიორგი შერაზადიშვილი
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 8:30 საათზე დაწყება, ფინალური ბლოკი კი, კვლავ, 16:00 საათიდან გაიმართება.
ასევე იხილეთ: წლის მესამე გრანდ სლემი





ჩვენ








