ფუტსალმა ფეხბურთის რევანში აიღო
ფუტსალმა ფეხბურთის რევანში აიღო
05.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, „ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის, მესამე მატჩი, სომხეთის ნაკრები, ანგარიშით 5-0 დაამარცხა და ახლა, საპასუხო მატჩის მოლოდინშია, რომელიც 10 მარტს, თბილისის დროით 17:00 დაიწყება.


მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი მომავალი მოწინააღმდეგის რიგების გაძლიერებაზე ლაპარაკობდა, მატჩი, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში კი, მე-2 წუთზე, სწრაფი გოლით გაიხსნა.


აუტის გათამაშებას , ელისანდრომ უძლიერესი დარტყმა და ნატურალიზებული ფეხბურთელის სადებიუტო გოლი მოჰყვა, 1-0. ამ მომენტიდან ორ წუთში, უკვე ელისანდრო-რონინიოს გათამაშებულ კომბინაციას ელისანდროს მეორე გოლით დასრულდა, 2-0.


ანალოგიური სცენარით გაგრძელდა თამაში მეორე ტაიმშიც. ავთანდილ ასათიანის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა. 24-ე წუთზე ელისანდრომ ჰეტ-თრიკი შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა სამამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე ჩვენმა გუნდმა მეტოქეს კიდევ ორჯერ გაუტანა. 27-ე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ დამატებაზე ითამაშა კარგად და ახლო მანძილიდან გაიტანა. 39-ზე კი, სებისკვერაძემ საკუთარი ნახევრიდან ეფექტური დარტყმით შეძლო გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


დღევანდელი მატჩს შემდეგ, საქართველოს ნაკრები, ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა, საფრანგეთსა და რუსეთს შორის, რუსების გამარჯვებით, 2-3 დასრულდა. ჯგუფსაც, სწორედ ქულების მაქსიმუმით, რუსები ლიდერობენ.

 


სფფ-ს ფოტო