
სამწუხაროდ, ბოლო, მეოთხე შეხვედრაც წააგო წყალბურთელთა კლუბმა „დინამო თბილისმა", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფირ ეტაპის მარტის სათამაშო ფანჯრებში, რომელიც უკვე მეორედ, „ბაბლის" პრინციპით, უნგრეთში გაიმართა.
ბოლო მატჩში, „დინამო თბილისი",„ბარსელონეტას" შეხვდა და შეიძლება ითქვას, მატჩი, პირველ ორ პერიოდი წააგო, როდესაც დიდ შესვენებაზე ანგარიშში სხვაობა, უკვე 7 ბურთს შეადგენდა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, შეხვედრის ამ მონაკვეთში, ვერც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა. პერიოდები, 0-3, 0-4 დასრულდა.
ბუნებრივია, რომ დარჩენილ დროში, „ბარსელონეტამ" უბრალოდ აკონტროლა თამაში და ჩვენს გუნდს, მეტი თავისუფლება მისცა. თუმცა, ქართველთა ყველა გატანილ გოლს, ბალანსის თვალსაზრისით გოლითვე პასუხობდა. მესამე მეოთხედი 1 ბურთის სხვაობით წავაგეთ, 3-4, ბოლო კი, ფრედ, 3-3 ვითამაშეთ. დინამოელთაგან ამ მატჩში, ანგარიში მესამე პერიოდის ბესარიონ ახვლედიანმა გახსნა. კიდევ ორი გოლი, ბითაძემ და ადეიშვილმა გაიტანეს. ბოლო მეოთხედში, თავი უკვე ვასიჩმა და ორჯერ ბორის ვაპენსკიმ გამოიჩინეს.
ბუდაპეშტის „ბაბლის" ბოლო მატჩი, „დინამო თბილისმა", 14-6 წააგო. ბუნებრივია, კლუბს, რომელსაც არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ ისეც, საერთაშორისო სათამაშო გამოცდილება აკლია, რთულია მოსთხოვო (სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით და ნაკრებში უმეტესობა, სწორედ დინამოელია), 20 დღეში, 11-12 მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება და თანაც მოგება.
„ეს გამოცდილებისთვის იყო, ძალიან კარგი მომენტი. კარგი თამაშები, მსოფლიოს უძლიერესი კლუბების წინააღმდეგ. ჩემთვის, იმ რამდენიმე ძირეული შეცდომის მიუხედავად, რომელიც გამოუცდელობის და ფიზიკური მომზადების ბრალი იყო, ნასიამოვნები ვარ. გოლები მძიმედ გაგვქონდა, ყოველ თამაშში გვქონდა კარში დარტყმები, მაგრამ ვერ გაგვქონდა. დავინახეთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თამაშის დონეს მოვუმატოთ და განვითარების შემდეგ ეტაპზე ავიდეთ, უკვე სხვა თამაშების დროს. შეჯამებისას მინდა ვთქვა, რომ ჩემი კლუბის მოთამაშეებმა ამ ტურნირზე, არა მხოლოდ კარგი სათამაშო გამოცდილება მიიღეს, არამედ დაინახეს, რას ნიშნავს სათამაშო დისციპლინა. თუკი ისინი, ამ გაკვეთილს აითვისებენ, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან კარგი", - ამბობს დეიან სტანოიევჩი, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ახლა საქართველოს ორი მატჩიღა რჩება ჩასატარებელი, აპრილში, „იადრანთან" და „ჰანოვერთან" გვრჩება ორი შეხვედრა გასამართი და იმედს, ვიტოვებთ, რომ „დინამო თბილისი" ამ შეხვედრებში, წარმატებულად გამოვა.





ჩვენ








