
თბილისის „დინამოს" ფეხბურთელს გიორგი ზარიას დღეს, „მედიქლაბში" მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხბურთელმა, ტრავმა, 5 ნოემბერს, ეროვნული ლიგის გათამაშების 33-ე ტურში, 33-ე წუთზე, ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მენისკის და წინა ჯვარედინი იოგი ჰქონდა დაზიანებელი და ოპერაცია აუცილებელი იყო.
„როგორც ამბობენ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. თავს ნორმალურად ვგრძნობ. ახლა, მთავარია რეაბილიტაცია გავიარო კარგად და მალე დავუბრუნდე მოედანს. ისედაც ბევრი გამიცდა და თამაში, ძალიან მენატრება", - ამბობს გიორგი ზარია.
20 წლის ნახევარმცველმა ამ მიზეზით, ვერც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მოახერხა ნოემბრის შეხვედრების ჩატარება. ტრავმის გამო, გიორგი ზარიას, გაუცდა 21-წლამდელთა მთელი ეს სანაკრებო ციკლი. ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშებაში კი, საერთო ჯამში 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. მოგეხსენებათ, ზარიამ 2017 წლის სეზონის დასაწყიში კიდევ ერთი ტრავმის გამო რამდენიმე თვე უქმად გაატარა. ტრავმიდან, ტრავმამდე კი მხოლოდ 8 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.
ახალგაზრდა დინამოელს, კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ. შემდეგ კი, დაიწყება რეაბილიტაციის ხანგრძილივი პროცესი, რომელიც სავარაუდოდ 6-დან 8 თვემდე გასტანს. www.tsff.ge ახალგაზდრა ქართველ ფეხბურთელს დროულ გამოჯანმრთელებას და მოედანზე წარმატებულ დაბრუნებას უსურვებს.





ჩვენ








