
ხელმოცარული გამოდგა, უზბეკეთში მიმდინარე, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეც ქართველი ძიუდოისტებისთვის. „ტაშკენტის გრანდ სლემზე", დღეს, ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.
პირველი შეხვედრაში, ყირგიზ ერთურ თურდუბაევთან გამარჯვების შემდეგ, -73 კგ-ში მოასპარეზე ფრიდონ გიგანი, ბელგიელ იეროენ გასეს, ბარიერს ვერ გასცდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
-81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, პირველივე ბრძოლა დათმო გიორგი შერაზადიშილმა, ტაჯიკ ხაკნაზარ ნაზაროვთან.
ჩვენი გუნდის, კიდევ ერთი წარმომადგენელი, -70კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჭანტურიამ პირველი ბრძოლა მოიგო უზბეკ ნაზაროვასთან, თუმცა, მომდევნოში, იაპონელი ჩიზური არაის წინააღმდეგ, ვერაფერს გახდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ხვალ, „ტაშკენტის გრანდ სლემის" დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრების სახელით, ტატამზე 5 ძიუდოისტი გამოვა"
-90 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი
-100 კგ-ში გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ-ში ადამ ოქრუაშვილი
-78 კგ-ში სოფიო სომხიშვილი
ისევე როგორც დღეს, წინასწარი შეხვედრები დილის 8:30 წუთიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი, 16:00 არის დაგეგმილი.





ჩვენ








