
დღეს 5 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა, სამტრედიაში, ქუთაისსა და წყალტუბოში. ქართული დერბი „დინამო თბილისმა" მოიგო, აჭარულ დერბიში ყაიმია. თუმცა, ტურის ორ დერბიმდე, სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე", „სამტრედიამ" გორის „დილას" უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა.
წინასასეზონო გუნდების მზადებიდან გამომდინარე და თუნდაც, ელიგის 2020 წლის შედეგების მიხედვით, ამ წყვილში, ლიდერი გორის „დილა" იყო. სტუმარი გუნდის უპირატესობაც, პირველი ტაიმის დასაწყისშივე გამოიკვეთა. გორელები, გოგი კულუას კარს პირველი წუთებიდან უტევდნენ. განსაკუთრებით, პაატა ღუდუშაური აქტიურობდა, რომელმაც 10 წუთზე, რევაზ ჩიტეიშვილის გადაცემის შემდეგ, მშვიდად დაამუშავა ბურთი, სამტრედიელთა საჯარიმოში, თან ორი მეტოქეც მოატყუა და ბურთი კარში გადაგზავნა. ტაიმის მიწურულს, კვლავ ღუდუშაურის აქტიურობას, კულუას ბაქანზე, არეულობა მოჰყვა, თორნიკე კაპანაძის „გავლით" ბურთი ირაკლი ბუღრიძეს მიუვიდა, რომელმაც, სეზონში, სადებიუტო გოლი გაიტანა, 0-2. ეს, ანგარიში თამაშის ბოლომდე, აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმშიც გია ცეცეძის გუნდი, ოდნავ გამოცოცხლდა, თუმცა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, დიდ დიდად თამაშში არაფერი შეცვლილა. შეიცვალა, მხოლოდ მატჩი, უხეშობის თვალსაზრისით და შეხვედრის არბიტრმაც უხვად არიგა ყვითელი ბარათები, თუმცა, ამ მატჩიდან ერთი მომენტი, ალბათ, დიდი ხნის მანძილზე, ბჭობის საგანი გახდება. 87-ეს წუთზე, სამტრედიელებმა, გორელთა მხრიდან ხელით თამაშზე გამოთქვეს პრეტენზია, თუმცა, ხერხაძე და მისი სამსაჯო გუნდი, ამ მომენტში შეუვალი იყო.
გორის „დილამ" მეორე ტურში მეორე გამარჯვება ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში, ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
***
პირველი ქულები დაკარგა აჭარულ დერბიში ბათუმის „დინამომ", რომელმაც ქობულეთის „შუქურას" გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე" უმასპინძლა. „დელა მანდარინა", ეს სახელი ალბათ, ამ წყვილის დაპირისპირებებისას ყოველთვის აქტუალური იქნება, ფრედ 1-1 დასრულდა. შესაბამისად, ბათუმის „დინამომ" , რომელიც ელიგის გუნდებს შორის ქართული რეალობიდან გამომდინარე ყველაზე ვარსკვლავური სახელებით არის დაკომპლექტებული პირველი ქულები დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში ქობულეთელებს რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმა მეკარე ლაზარე კუპატაძემ აუღო, თემურ შაშიაშვილის შეგირდებმა, შეხვედრის ამ მონაკვეთში გოლი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, თავი გეგუჩაძის გუნდიდან გამოიჩინეს. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურმა, ავსტრიელი ლუკას გროზურეკის გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, 1-0.
ფავორიტის სტატუსის შესაბამისად, ბათუმის „დინამო" ორივე ტაიმში დომინირებდა და „შუქურას", მხოლოდ, კონტრშეტევებისას ეძლეოდა, თავის გამოჩენის შანსი. ასეთი შანსი კი, მათ 82-ე წუთზე გამოიყენეს. „შუქურას" დებიუტანტმა, მიმდინარე სეზონში, ნიკა ჭანტურიამ, ორჯერ სცადა ლაზარე კუპატაძესთვის თავურით ბურთის გატანა. ერთ შემთხვევაში, ყოფილმა საბურთალოელმა ბათუმელთა კარი კი იხსნა, თუმცა, მეორე მომენტი „შუქურასთვის" ქულის მომტანი აღმოჩნდა.
***
მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარა წლის პირველი ქართული დერბი „დინამო თბილისმა". ელიგის პირველ ტურში მიღებული წითელი ბარათს გამო, ამ მატჩის გარდა, თბილისელებს, კიდევ ორ შეხვედრაში მოუწევთ, გიორგი ნემსაძის გარეშე თამაში. თუმცა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, უნემსაძეობა, დინამოელებს სულაც არ დასტყობიათ.
საქართველოს ჩემპიონმა ამ სეზონზე უკვე მიღებულ 3 მცველთან ერთად, „ტორპედოსთან" მატჩი 3 ფორვარდით (გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი) დაიწყო და მთელი მატჩის მანძილზეც დომინირებდა. რეალურად, მივლენებს, ოდნავ წინ გადავასწრებთ და თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმში მომენტს, როდესაც, როინ კვასხვაძის კარი ძელმა იხსნა, „ტორპედოს" ვერც ვერაფერი გამოუვიდა. პირველ ტაიმში კი, თორნიკე ახვლედიანისთან უხეში თამაშისთვის, ქუთაისელთა მეკარე დინო ჰამზიჩი გააძევეს. მოკლედ, „ტორპედოს" არც ამ, და არც მომდევნო ტამში, თბილისელები დიდა არ შეუწუხებიათ.
ამ მატჩში არ გაუმართლა გიორგი გაბედავას, რომელსაც გოლამდე სულ ცოტა აკლდებოდა. არ გაუმართლა ზორან მარუშიჩსაც. თუმცა, ისევე, როგორც ახალგაზრდა ლუკა გაგნიძეს, რომლის აქტიურობას ამ შეხვედრაშიც მოჰყვა გოლი, თუმცა, მისი დარტყმული, მეორე ტაიმში, ძელმა მოიგერია. გოლები კი, იმერული გუნდის კარში მეორე ტაიმში გავიდა. 48-ე წუთზე, „დინამო თბილისის" მაისურით პირველი გოლი, მილან რადინის გადაცემის შემდეგ გაიტანა თორნიკე ახვლედიანმა, 0-1, 70-ზე კი, ქუთაისელთა კარი საიმონ ბენიომ აიღო, 0-2. ამ შეხვედრის მიწურულს, დინამოელთა რიგებში კიდევ ერთი დებიუტი შედგა. კონკრეტულ მატჩში, გიორგი ნემსაძის შემცვლელმა, ლაშა ჭელიძემ, თბილისელთა ახალ ლეგიონერს, სეკუ კეიტასაც მისცა თამაშის საშუალება.
ქუთაისში, რიგით 78-ე ქართული დერბი კი, „დინამო თბილისმა" მოიგო, 0-2 და ელიგის 2021 წლის გათამაშებაში, პირველი 3 ქულა ჩაიწერა.
ხვალ, ელიგის 2 მატჩი გაიმართება:
16:00 / დინამო არენა / ლოკომოტივი - თელავი
16:00 / ზესტაფონი / სამგურალი - საბურთალო





ჩვენ








