
გურამ კაშიამ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება, 11- წლიანი შესვენების შემდეგ, ავტოგოლით აღნიშნა. ეროვნული ნაკრები ვიცე-კაპიტანმა, „ლოკომოტივის" კარში, გოლი, 69-ე წუთზე ჩაჭრა და მოწინააღმდეგე „თელავი" თამაშში დააბრუნა 2-1. ამ მომენტამდე, თბილისური კლუბი, ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრას, პირველ ტაიმში გატანილი 2 გოლის წყალობით მშვიდად იგებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი, პირველ ტაიმში ერთხელ და მეორეშიც რამდენჯერმე მოუხდა თამაშში აქტიურად ჩართვა, „დინამო არენაზე", სადაც ნომინალური მასპინძელი „ლოკომოტივი" იყო, თბილისელები დომინირებდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ, ჭიაბრიშვილის გუნდის გასწვრივ ბურთს ფლობის 65%-იანი ნიშნული იყო მითითებული. მატჩში გამორჩეული ირაკლი სიხარულიძე იყო, რომლის ანგარიშზეც პირველ ტაიმში ერთი გოლი, მე-18 წუთზე, 11-მეტრიანით და ერთიც საგოლე გადაცემაა. 35-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, თელაველებს ერთბაშად ლოკომოტიველთა რამდენიმე მოთამაშე დარჩათ უყურადღებოდა და ნიკა სანდოხაძესაც არ გასჭირვებია გოლის გატანა.
თელაველები, მეორე ტაიმში ოდნავ გააქტიურდნენ და დაცვაში, შეუცვლელად მოთამაშე ქართული ფეხბურთის ლეგენდის წინააღმდეგ სათამაშოდაც ცოტა გონს მოეგნენ, თუმცა, ორბურთიანი უპირატესობა, ის გარანტი იყო, რის გაქვითასაც, ელიგის პირველი ტურისგან ბევრად დადებითისკენ განსხვავებულ „ლოკომოტივს" ვერაფრით ჩამოართმევდნენ.
მატჩის მიწურულს, გიორგი ჭიაბრიშვილის და რევაზ გოცირიძის გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. 74-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა აიღო „თელავის" კარი, 77-ზე კი ლაშა შერგელაშვილმა კვლავ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. 3-2 ამ შეხვედრაში ანგარიში მეტი აღარ შეცვლილა. თუმცა, ტაიმის მიწურულს, სტუმრებს, ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ მეორე ტამში, კარის ჩარჩოში „ლოკომოტივს" 6-ჯერ, „თელავს" კი, 8-ჯერ ჰქონდა დარტყმული. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, შეცვლილი იყო ბურთს ფლობის პროცენტულობაც, 52% - 48%.
მატჩის ალბომი
***
ფრედ, 0-0 დასრულდა შეხვედრა, ზესტაფონში. წყალტუბოს „სამგურალმაც" რომელიც, დროებით საშინაო თამაშებს, სწორედ „დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე" გამართავს და „საბურთალომაც", როგორც ჩანს მთელი ენერგია პირველი ტურის მატჩებში დახარჯეს და ამ დღეს, შედარებით ინერტულები იყვნენ მოედანზე. მიუხედავად, ამისა, „სამგურალმა" მეტოქეს მატჩის ამ მონაკვეთში, ბურთის ფლობის მხრივ აჯობა, 56% - 44%. თუმცა, კარის ჩარჩოში ერთადერთი დარტყმა, სწორედ სტუმრებზე მოდის. თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ტაიმში. უბრალოდ, აქ, სტუმრებმა მატჩს მიწურულს გოლის გატანის და შესაბამისად, მატჩის მოგების კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე, საბურთალოელი აკაკი შულაია გადიოდა მეკარესთან პირისპირ. თუმცა, საბოლოოდ ეს მომენტი გაცუდებული საჯარიმო დარტყმით, მატჩი კი მშრალად, 0-0 დასრულდა.
***
მომდევნო ტური 9-10 მარტს გაიმართება
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








