ტაშკენტიდან ჩვენი გუნდი უმედლოდ ბრუნდება
ტაშკენტიდან ჩვენი გუნდი უმედლოდ ბრუნდება
07.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისრაელში გამართულ „თელ-ავივის გრანდ სლემზე", საქართველოს ძიუდოისტთან ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, „ტაშკენტის გრანდ სლემი" ჩვენი გუნდითვის ხელმოცარული გამოდგა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები, 2021 წლის გრანდ სლემებისგან განსხვავებით,  რადიკალურად შეცვლილი შემადგენლობით იყო წასული. მწვრთნელებმა, მთელ რიგ ძიუდოისტებს, უკვე „თბილისის გრანდ სლემისთვის" მისცეს დასვენების საშუალება.  


უზბეკური ტურნირის დასკვნით დღეს კი, საქართველოს ნაკრების სახელით, ტატამზე 5 ძიუდოისტმა იასპარეზა.


ქალთა შორის, ტურნირს სტარტზევე გამოეთიშა +78კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი. სოფიომ, ორთაბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ, რაზ ჰერშკოსთან წააგო.


მეორე ეტაპიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას +100 კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ). ოქრუაშვილმა, რომელმაც პირველი შეხვედრა ყირგიზ ბექბოლოთ ტოქტოგონოვთან მოიგო,  მოგვიანებით, ტაჯიკ თემურ რახიმოვთან წააგო.


-90 კგ წონით კატეგორიაში არ წაუვიდა ტურნირი ავთანდილ ჭრიკიშვილსაც. პირველ შეხვედრაში, ჭრიკიშვილმა, რუსი ნაზიროვი დაამარცხა, თუმცა, შემდეგ, უზბეკ დავლათ ბობონოვთან დამარცხდა.


ამავე წონით კატეგორიაში, უშანგი მარგიანმა, რომელმაც ჯერ ავღანელი მოდი ისმაილ კაკარი, მერე კი, ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ¼ ფინალში, უნგრელ კრიჟსტიან ტოტთან დამარცხდა. მედლებისთვის ბრძოლა, რეპეჟას ½ ფინალიდან გააგრძელა. თუმცა იქ, უზბეკ სპორტსმენთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


დღევანდელი დღეს, ჩვენი გუნდის მეხუთე მონაწილემ, -100 კგ-ში იასპარეზა. გიორგი ჩიქოვანმა, პირველი ბრძოლა, ყაზახ არმან კალიევს, მეორე ხორვატ ზლატკო კუმრიჩს მოიგო  და მომდევნოში, მონღოლთან ვერაფერს გახდა.  


ძიუდოს მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ IJF-ისე ეგიდით, მომდევნო ტურნირი მარტის ბოლოს, უკვე, საქართველოში გაიმართება. „თბილისის გრანდ სლემი", რომელიც 26-28 მარტს გაიმართება,ამ მომენტისთვის 65 ქვეყნიდან, 400-მდე სპორტსმენს ელოდება.



ფოტო: IJF / (c) Sabau Gabriela