
დღეს, 30 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა. ბოლნისის „თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე", „სიონი" ბათუმის „დინამოს" დაუპირისპირდა. საქართველოს ძლიერთა ლიგაში თამაშს დანატრებულმა ბოლნისელებმა პირველი გოლი, მატჩის მე-13 წუთზე გაიტანეს. გამოცდილმა ჯაბა დვალმა, ბათუმელთა დაცვის ხაზის უყურადღებობით ისარგებლა და ეროვნული ლიგის გუნდებს, შეტყობინებად ეს და კიდევ, 27-ე და 45-ე წუთებზე გატანილი გოლები გამოუგზავნა. ბოლნისელის ჰეთ-თრიქს, ბათუმელებმა, მხოლოდ 2 გოლით უპასუხეს, 36-ე წუთზე, დავით კვირკველიამ შეამცირა, მე-40 წუთზე კი ვალერიან თევდორაძემ გაათანაბრა ანგარიში. ამის მეტი გოლის გატანა, „დინამომ" დღეს ვერც პირველ და ვერც მეორე ტამში მოახერხა. თუმცა, მეორე ტამში, „სიონსაც" და „დინამოსაც" ჰქონდათ საგოლე მომენტები. მიუხედავად ამისა, უხვგოლიანი პირველი ტაიმისგან განსხვავებით, როგორც სჩანს, ორივე გუნდმა უფრო მომდევნო თამაშისთვის გადაწყვიტა ძალების დაზოგვა. განმეორებითი შეხვედრა, ბათუმში, „რაგბი არენაზე" 3 დეკემბერს გაიმართება. მატჩი 17:00 დაიწყება.
დაძაბული გამოდგა დაპირისპირება „პარკი არენაზეც". ფოთის „კოლხეთი 1913"-მა, რომელმაც, მხოლოდ ეროვნული ლიგის მიწურულს გააცნობიერა, რომ ძლიერთა გათამაშებას შეიძლებოდა გამოთიშვოდა, მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა მარტვილის „მერანი". შეხვედრის 36-ე წუთზე, ალექსანდრ დერებჩინსკიმ მარტვილელთა კარში, პირველი გოლი გაიტანა. ტაიმის მუწურულს კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ, 41-ე წუთზე, დავით ბოლქვაძემ გაზარდა ფოთელთა უპირატესობა 2 გოლამდე, 43-ზე კი უკვე მარტყვილელებმა მოახერხეს, ფოთელთა კარის აღება და განმეორებითი შეხვედრისთვის სასურველი ბალანსის დაბევება. „კოლხეთს" გასახდელში გოლი, სერგეი ტრეტიაკმა გაატანა. ისევე, როგორც პირველ თამაშში, ამ მატჩშიც, მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ამ გუნდების მეორე შეხვედრაც, 3 დეკემბერს გაიმართება. მარტვილში თამაში, „მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე" 13:00 დაიწყება.
ფოტო: სკ ბოლნისის „სიონის"





ჩვენ








