სანაძემ ბორაცის სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა
სანაძემ ბორაცის სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა
08.03.2021
ავტორი: ი.პ.

დუდა სანაძე სერბული "ბორაცის" სასტარტო ხუთულში გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების მსროლელმა ჩაჩაკელთა გუნდის სასტარტოში პირველად ითამაშა.


ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ბორაცმა სლოვენიურ ცედევიტა ოლიმპიას უმასპინძლა და წარმატების შანსი არ ჰქონია - 82:95. სანაძემ მოედანზე 12:35 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდამ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.


ბორაცს ადრიატიკის ლიგის 18 მატჩში 4 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ კოპერ პრიმორსკას უსწრებს, სადაც სანაძე 2016-17 წლებში თამაშობდა. დუდას გუნდი მომდევნო მატჩს კიდევ ერთ სლოვენიურ კლუბ კრკა ნოვო მესტოსთან 15 მარტს სტუმრად ჩაატარებს.