
დღეს საღამოს, თბილისის დროით, 18:30 საათიდან, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დოჰაში მიმდინარე ATP-250 Qatar ExxonMobil Open-ის 1/16 ფინალის მორიგ შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ტურნირზე ველური ბარათით მოხვედრილი, ტუნისელი მალეკ ჯაზირი იქნება.
აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, 20 სარეიტინგო ქულას და 16,780 დოლარს გამოიმუშავებს. ამასთან, აღნიშნული წრის დაძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერისა და ბრიტანელი დანიელ ევანსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ATP-250 Qatar ExxonMobil Open-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯონ მილმენი სამ სეტში დაამარცხა 2-6, 6-4, 6-2. და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დოჰას ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა გათამაშებაშიც ასპარეზობდა, თუმცა, ყაზახ მეწყვილემსთან ერთად პირველი წრის მატჩი დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.





ჩვენ








