
შიო თუ კახა, პრეტენდენტთა წრე შემცირებულია, კალათბურთის ფედერაციის არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 2 კანდიდატი, ერთის სასარგებლოდ იწყებს ბრძოლას. კახა შენგელიამ, პრეზიდენტობის კანდიდატთა განაცხადების მიღების ამოწურვამდე 4 დღით ადრე, საკუთარი კანდიდატურა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა სიიდან მოხსნა.
«მე არ ვაკეთებ არჩევანს ცუდსა და უარესს შორისს. მე ვაკეთებ არჩევანს უეკთესობისკენ. გავეცანი შიოს პროგრამას და ვთვლი, რომ ეს არის კარგი ქართული კალათბურთისთვის და კალათბურთი წინ წავა. კალათბურთი არის გადასარჩენი. ჩვენი გაერთიანებით, გაერთიანდება ჩვენი ელექტორატი. ეს გადადგმული ნაბიჯი მიმაჩნია სასიკეთოდ. დღეიდან მე მოვიაზრები შიოს გუნდის წევრად. ფედერაციას აქვს მორგებული ყველაფერი თავის თავზე. ჩვენ გავერთიანდით, ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან და მინდა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს", - ამბობს კახა შენგელია.
შენგელიას განცხადებით, მას ეს გადაწყვეტილება იმიტომ არ მიუღია, რომ „ოღონდ ეს ფედერაცია არ იყოს" და მზადაა ყველასთან გაერთიანდეს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ ცენტრს, ყველაზე კარგად ესმის, რომ თამაშში, მთავარია გუნდურობა.
„შეგვიძლია, შევიდეთ პოლემიკაში. ვიკამათოდ, ვიმსჯელოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიდეთ იმ აზრამდე, რომელიც კალათბურთს მოუტანს სიკეთეს. დღემდე, ვითვლებოდი დამოუკიდებელ კანდიდატად და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. ამიერიდან ვარ შიოს გუნდის წევრი"- ამბობს კახა შენგელია.
ორი კანდიდატი, რომელიც დღეიდან, 11 დეკემბრის არჩევნებში ერთი გუნდით წარსდგებიან, დარწმუნებულია, რომ მათი გამარჯვების შემთხვავში, ჯანსაღ გარემოში შესძლებენ, აზრების გაერთიანებას, პროექტების შეჯერებასა და ერთბლოვად იმ გამარჯვებამდე მისვლასაც მოახერხებენ, რაც ქართულ კალათბურთს წაადგება. შიო ხეცურიანის გამარჯვების შემთხვევაში, რაიმე პოსტს დაიკავებს თუ არა კახა შენგელია, ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მებრძოლ ამ გუნდში დღეს არაფერს აკონკრეტებენ. შიო ხეცურიანიცა და კახა შენგელიაც დღეს, საუბრობენ, მათი აზრით, კალათბურთსთვის მთავარზე - პროგრესული პროცესების დასაწყისზე, რომელიც ქართული კალათბურთის რეალობასა და მომავალს, დადებითისკენ შეცვლის.
„მადლობა, კახა შენგელიას, ამ გადაწყვეტილებისთვის. დღეიდან, ჩვენ ერთიანი ძალებით ვეცდებით დავასრულოთ ის უსამართლობა რაც კალათბურთის ფედერაციაში ხდება და დავამარცხოთ კალათბურთის ფედერაციის მმართველი ჯგუფის წარმომადგენელი პაატა გურასპაული. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ის ნდობა, რომელსაც მე მიცხადებენ ეს ადამიანები, არის ჩემთვის დიდი სიხარულიც და ამავდროულად, პასუხისმგებლობაც"- ამბობს შიო ხეცურიანი.
ამ გაერთიანების შემდეგ, ის ხალხი, რომელიც მართლა იდგა დილემის წინაშე, კახა შენგელია თუ შიო ხეცურიანი, დღეიდან მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას. შიო ხეცურიანმა, რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩავიდა და კალათბურთის ფედერაციის განვითარების 10 წლიანი პროგრამა გააცნო ამ სფეროში დასაქმებულბეს და უბრალოდ, კალათბურთის გულშემატკივარს. პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია კი რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სასტუმრო „რედისონში" გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის არჩევნები 2017 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის, ფედერაციაში დარეგისტრირებულია 2 კანდიდატი, შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული.





ჩვენ








