
ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა, დაპირებისამებრ შეკრეს მოლი და მიაწყვნენ, თუმცა, ვერც მიმდინარე ყრილობის სივრცეში შეჭრა მოახერხეს და ვერც არჩევნებს შეუშალეს ხელი, სადაც ხმის მიცემისთვის საკმარისი რაოდენობის კვორუმიც შედგა და რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტად, 42 მომხრე ხმით, იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრებაზე (ყრილობა), გამსვლელი ხმების რაოდენობა მინიმუმ 42 უნდა იყოს 74-იდან, რაც ხმების საერთო რაოდენობის 2/3-ს შეადგენს. შესაბამისად, დღეს, ექსპო ჯორჯიაში, სადაც დილიდან დაძაბულობა იყო, კვორუმი შედგა.
ყრილობის პარალელურად, ექსპო ჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პრეზიდენტობის განმეორებითი არჩევნებისთვის კანდიდატად, მხოლოდ ერთი კანდიდატი ისოებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული. რაც შეეხება ირაკლის აბუსერიძე, რომელსაც ახლო წასრულში ცნობილი ქართველი მორაგბეებიც უჭერდნენ მხარს, 2020 წელს 30 დეკემბერს აირჩიეს კავშირის პრეზიდენტად. თუმცა, მოგვიანებით, საჯარო რეესტრმა ის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და მიზეზად ყრილობის მსვლელობაში არსებული ხარვეზები დაასახელა.
დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდნენ კლუბების წარმომადგენლები. უკვე დასრულებული არჩენების შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ სამომავლო ურთიერთობებზე ეს არ იმოქმედებს და ახლა, დროა, დროულად დაიწყოს რაგბის კავშირის კალენდარული ღონისძიებები. ამასთანავე, იოსებ ტყემალაძემ ისიც თქვა, რომ კავშირის გამგეობის 16-კაციან გუნდში, ორი წევრი ქალი იქნება.
და ბოლოს, რაც ყველაზე მეტად ძაბავდა ამ არჩევნების გარშემო ურთიერთობას და კონკრეტულად, ჩვენი ვებ-პორტალის აზრით, სპორტთან არ უნდა ასოცირდებოდეს, სპორტის პოლიტიზირებაა. იოსებ ტყემალაძე, არ უარყოფს, ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ რაგბში ეს ურთიერთობები „ჩემამდეც იყო რაგბშიო". შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციაში არ გატარებული ირაკლი აბუსერიძე, თავად წლების მანძლზე ქართული ოცნების წევრიც იყო და თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტშიც, სწორედ ამ პარტიას წარმოადგენდა.


ალექსანდრე იმედაშვილის ფოტოები





ჩვენ








