
ფუტსალში, „ევრო 2022", საკვალიფიკაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, ერევანში უფრო დაძაბული გამოდგა, ვიდრე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული, ან გუნდების პირველი მატჩი. თუმცა, ეს ბუნებრივიც იყო, რადგან მეზობელი, საკუთარ კედლებიდან, ქართველებისთვის მარტივი 3 ქულის დათმობას, რომ პრინციპულ პრესტიჟის თემად თვლიდა ესეც გასაგები იყო.
გამოდინარე აქედან მატჩი საკმაოდ მძიმე დაიწყო და ქართველებმა, მცდელობების მიუხედავად, სწრაფი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 02'28'' ელისანდროს ანგარიშს გახსნის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, სომეხთა მეკარემ იმარჯვა. მიუხედავად ამისა მცდელობების შედეგი მაინც მიჰყვა და ჯერ 5''56'' ნიკოლოზ კურტანიძემ, გახსნა ან მატჩში ანგარიში. კურტანიძემ, მოედნის ცენტრში, ბურთი თავადვე მოიპოვა და სომეხთა კარის მარცხენა კუთხეში, საკმაოდ მახვილი კუთხიდან საჭირო გოლი გაიტანა. კიდევ დაახლოებით 3 წუთში, 8''09'' ბინიომ ანგარიში ორამდე გაზარდა. სხვათა შორის, ამ გოლს წინ პატარა ბრაზილიური „კარნავალი" ჩაატარეს და გოლი შემდეგ გაიტანეს.
რა დასამალია და მეორე გოლის შედეგ, ჩვენმა გუნდმა ოდნავ მოადუნა ყურადღება და ეს ანგარიშზე აისახა. სომხებმა, ჩვენი გუნდის დაცვაში დაშვებული შეცდომის შემდეგ 11''33'' ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირეს. ამ მომენტის შემდგე, სომხები გააქტიურდნენ და ქართველთა კარი რამდენჯერმე გადაურჩა გოლს.
უცნაურად დაიწყო ჩვენი გუნდისთვის მეორე ტაიმში, რომელიც სომეხთა შეტევებით დაიწყო და მალევე, ჩვენს კარში, კიდევ ერთი გოლით დასრულდა. ანგარიში 20''26'' გაგვითანაბრეს. 22''03'' წუთზე, უკვე, რონინიოს სოლო რეიდს, ელისანდროს ტექნიკური გოლი მოჰყვა და ჩვენი ნაკრები კვლავ დაწინაურდა, 2-3. ამ ტაიმში, სომხებმა რამდენჯერმე სცადეს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება, თუმცა უშედეგოდ. ის, რომ ჩვენი მეზობელი ერევანში წაგებას არ აპირებდა ისიც მეტყველებს, რომ ზვიად კუპატაძის კარის ჩარჩოში 16-ჯერ დაურტყეს და შესაბამისად, ჩვენს მეკარეს 14 ე.წ. „სეივი" ჰქონდა. სომხების ასეთი მონდომების მიუხედავად, მომენტები გაანიავეს ჩვენებმაც, რამდენჯერმე ჰქონდა ელისანდროს და ერთხელ ახლოს იყო გოლთან სებისკვერაძე, რომელიც კონტრშეტევისას მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ბოლო მომენტში, მეკარისთვის ბურთის გადაგდება ვეღარ მოახერხა.
დღევანდელ დღეს, საქართველოს ნაკრებში, დებიუტი ჰქონდა კიდევ ერთ ბრაზილიელს. ავთანდილ ასათიანის გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე ბარსელონას "სალა გარსიას" თავდამსხმელი ბრუნო პეტრი შეუერთდა.
საქართველოს ნაკრებმა, სომხეთს, სახლში 2-3 მოუგო და ახლა სატურნირო ჯგუფში რუსეთის ნაკრების შემდეგ, მეორე ადგილზეა. ეს კი, ნიშნავს, რომ ჩვენ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა.
საქართველოს ნაკრები:
მატჩი დაიწყეს: ზვიად კუპატაძე, რონინიო, თალეს ფეიტოსა, არჩილ სებისკვერაძე, ელისანდრო
შეცვლა: თორნიკე ბუკია,ჯანიკო გიორგაია, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ კურტანიძე, ბინიო, ბრუნო პეტრი
გოლები:05'56'' კურტანიძე (0-1), 08'09'' ბინიო (0-2), 22'03'' ელისანდრო (2-3)
სომხეთთან მატჩისთვის გამოძახებულნი იყვნენ:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)
ფოტო: TSFF.GE არქივი





ჩვენ








