
ფუტსალში, „ევრო 2022"-ის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, დღეს, ერევანში მიღწეული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ერთ ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა. ფინალში, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებენ, ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი გადის. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობას ჯგუფებში, მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ორ გუნდს შორის ფლეი-ოფში გაირკვევა.
„რთული თამაში იქნებოდა. ეს არც მე და არც ბიჭებს არ გაგკვირვებია. ყველა ასეთ თამაშს ველოდით. მთავარია, ყველაფერი კარგად დამთავრდა და 3 ქულა ავიღეთ. იმიტომ, რომ სატურნირო ცხრილიდან და პირადი „ურთიერთობიდან" გამომდინარეც, ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო ჩვენთვის. დიდი ფეხბურთის რევანშიც ავიღეთ და ეს კიდევ, ზევიდან, დამატებით ათჯერ მახარებს, თორემ, ძალიან გაბრექილები იყვნენ. რომ გითხრათ, განსაკუთრებული ემოციებით ვართ არა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
დღეს, ერევანში მოგებული თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა სწორედ, მეორე ადგილოსან გუნდებს შორის, ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგის მქონე 5 გუნდს შორის არის და 9 აპრილს, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთთან წარმატებული შედეგის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გახდება. მატჩი თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში 18:00 დაიწყება.
ბოლო შეხვედრას კი, ჩვენს ნაკრებს 12 აპრილს, პოდმოსკოვიეში, რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღდეგ უწევს თამაში, რომელსაც ჯგუფიდან პირველი ადგილით, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება 2 ტურით ადრე განაღდებული აქვთ.
ფოტო TSFF.GE-ს არქივიდან





ჩვენ








