
ეროვნული ლიგის მესამე ტური, 2021 წლის ტურებს შორის ყველაზე მცირე გოლიანი აღმოჩნდა. 5 მატჩში, მხოლოდ 2 გოლი გავიდა და ორივე, ტურის პირველ საასპარეზო დღეს. მესამე ტურში, პირველი ქულები დაკარგა გორის „დილამ", რომელმაც მიღებული და გაშვებული გოლების შეფარდების მიხედვით, სატურნირო ცხრილში, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ქუთაისის „ტორპედომ" კი, პირველი ქულა ჩაიწერა აქტივში. ტურის მატჩები 9 და 10 მარტს გაიმართა.
„შუქურა" - „სამტრედია" 1-0
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „შუქურა", „სამტრედიას", რომელიც ჯერჯერობით არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა. თემურ შაშიაშვილის გუნდმა, ამ შეხვედრაში 3 ყვითელი ბარათი მიიღო და 90 წუთის შემდეგ, აქტივში 3 ქულაც ჩაიწერა აქტივში. სხვათა შორის, ყვითელი ბარათებით „დაჯილდოებული" ფეხბურთელებიდან, ერთმა, ჯეფერსონ ჯერალდომ, მირზა ფარტენაძის გადაცემის შემდეგ 77-ე წუთზე, ამ მატჩში ერთადერთი გოლი გატანა. ქობულეთის კლუბმა, მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო და პირველი 3 ქულა მოიპოვა. ახლა, „შუქურა", „ლოკომოტივთან", მე-4 ტურის მატჩის წინ, სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და გაშვებული და მიღებული ბურთების სხვაობის ხარჯზე თბილისური გუნდზე უკეთესი პოზიცია უკავია.
„დინამო თბილისი" - ბათუმის „დინამო" 0-1
9 მარტს ჩაატარა მესამე ტურის შეხვედრა მეორე აჭარულმა გუნდმაც. ბათუმის „დინამომ" შეხვედრა და ქობულეთელების მსგავსად, „დინამო არენაზე" ერთი გოლის გატანა მოახერხა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან 2021 წლის სეზონის 4-რაუნდიან დაპირისპირებაში დაწინაურდა. თუმცა, ისევე, როგორც 3 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის მეტად ფრთხილი და სანახაობას მოკლებული იყო. „დინამო თბილისს", რომელიც მეორე ტურია მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის გარეშე თამაშობს, ამ დღეს, 33-ე წუთზე კაპიტნის გარეშეც დარჩა. რამდენად სერიოზულია გიორგი პაპავას ტრავმა, რომელიც ამ დღეს, ეროვნულ ლიგაში, საიუბილეო, მე-100 შეხვედრას ატარებდა, თამაშიდან იძულებით მოუხდა გასვლა.
სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ამ დღეს უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ და ეს საფეხბურთო უპირატესობაზე მეტად, უფროს ყველაზე ვარსკვლავური სახელებით დაკომპლექტებული გუნდის ფაქტორი იყო. თუმცა, ეს მეტწილად ახალბედა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ თბილისურ გუნდს არ ამართლებს. აჭარლებმა, კი თამაშში, რომლის შედეგიც ფრე უფრო ლოგიკური იყო, „დინამო თბილისის" კარში, ერთი გოლი მაინც გაიტანეს. ტრადიციულად, თბილისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით, ამჯერად გიული მანჯგალაძემ ისარგებლა და როინ კვასხვაძის კარში, რომელმაც ეროვნულ ლიგაში 301 მატჩი ჩაატარა, ამ თამაშში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ამ ტურის შემდგე, ბათუმის „დინამომ" 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში, გორის „დილას" შემდეგ, მეორე ადგილზეა. რაც შეეხება თბილისელებს, ისინი 4 ქულით, მეოთხე ადგილზე არიან.
„თელავი" - „სამგურალი" 0-0
საფეხბურთო კლუბი „თელავი", რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში წყალტუბოს „სამგურალს" დაუპირისპირდა. საინტერესოა, რომ „სამგურალი", ისე როგორც, გასულ წელს, „თელავი" შესაძლოა თამაშს ვერ იგებს, მაგრამ თამაშების ყაიმით დასრულებას ახერხებს. შეხვედრის პირველ ტაიმში, თელაველებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა, გოლი თამაშგარედან გავიდა და შესაბამისად ის არ ჩათვალეს. საბოლოოდ, მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.
„დილა" - „ლოკომოტივი" 0-0
მეკარეების დუელი, რომელთა დამსახურებითაც, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ეროვნული ლიგის 2021 წლის ლიდერმა, თბილისის „ლოკომოტივს" პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა დაუთმო. რეალური საგოლე მომენტიც მატჩის ამ მონაკვეთში, სწორედ, ირაკლი სიხარულიძეს ჰქონდა. „ლოკოს" გოლეადორს, მკვდარი ბურთი აურო ლუკა გუგეშაშვილმა. ანალოგიურად, მეორე ტაიმში რამდენიმე კარგი „სეივი" ჰქონდა გიორგი მამარდაშვილსაც. თუმცა, მთავარი, 2020 წლის საუკეთესო მეკარეს, 81-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც, მან ირაკლი ბიძინაშვილის დარტყმული 11-მეტრიანი მოიგერია. მეკარეთა დუელის მსგავსად, შეხვედრაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და თუკი, პირველ ტაიმში თბილისელები აქტიურობდნენ, მეორე ტაიმის უმეტესი დრო, ბურთს გორელები აკონტროლებდნენ. ანდრი დემჩენკოს გუნდმა კარგად მოახერხა თუნდაც თორნიკე კირკიტაძისთვის სივრცეების ჩაკეტვა, ეს ერთი დეტალი კი, მიმდინარე ჩემპიონატის 3 ტურია რადიკალურად ცვლის მატჩის მსვლელობას. ასეა თუ ისე, „ლოკომ" გორიდან ქულა წამოიღო და 4-ქულიანი გუნდების „რიგში" ჩადგა.
„საბურთალო" - „ტორპედო" 0-0
წინა ტურისგან განსხვავებით, მე-3 ტურში, უმეტესობაში „ტორპედო" იყო, მაგრამ გუნდმა, ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „საბურთალოსთან" მატჩში დაზავდა. თუმცა, ამ მომენტამდე იყო, პირველი ტაიმი, რომელშიც თბილისელები დომინირებდნენ და გოლის გატანის რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან. ერთ-ერთ ბოლო მომენტში, „ტორპედო" ლევან შოვნაძემ იხსნა, რომელიც მეორე თამაშია დისკვალიფიცირებული დინო ჰამზიჩის ნაცვლად იცავს ქუთაისელთა კარს. სხვათა შორის, არც საბურთალოს კარში იდგა ძირითადი მეკარე ოთო გოშაძე, რომელმაც მეორე ტურის მატჩამდე, ხელი იტკინა და სავარაუდოდ კიდევ ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს. მეორე ტაიმში, „ტორპედომ" ხასიათი გამოაჩინა და რამდენჯერმე, „საბურთალოს" კარს სახიფათოდაც შეუტია. თუმცა, ამ მატჩში გოლი არ გასულა. გუნდებმა ქულები გაინაწილეს. „ტორპედომ" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულა მოიპოვა, „საბურთალომ" კი, ერთი ქულის წყალობით, „დინამო თბილისს", რომელსაც მე-4 ტურში შეხვდება, სატურნირო ცხრილში გადაუსწრო.
სატურნირო ცხრილი
გათამაშების კალენდარი





ჩვენ








