დოჰას ¼ ფინალში, ბასილაშვილი ფედერერს შეხვდება
დოჰას ¼ ფინალში, ბასილაშვილი ფედერერს შეხვდება
10.03.2021
ავტორი: თ.ჯ.

დოჰას ATP250-იან ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და ახლა ხვალ, არც მეტი არც ნაკრები როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება. მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგბურთელისა და ქართველის დაპირისპირება, ხვალ,  თბილისის დროით, 18:00-ის შემდეგ დაიწყება და დოჰას ტურნირის ბოლოსწინა ¼ ფინალი იქნება.


საინტერესოა, რომ ფედერერი და ბასილაშვილი, პროფესიულ ტურებში, მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობისას და მაშინ, ფედერერმა, მარტივად სამ სეტში, 6-2, 6-1, 6-2 დაამარცხა ნიკა.


დღეს კი, შვეიცარელმა, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში, საკამოდ მძიმე  ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელი დანიელ ევანსი - 7-6(8), 3-6, 7-5.


რამდენიმე საათით ადრე, თავისი მატჩი მოიგო ბასილაშვილმაც, რომელმაც ფედერერისგან განსხვავებით, 1 საათსა და 17 წუთში, მარტივად მოახერხა ტუნისელი მალიკ ჟაზირის დამარცხება  6-2, 6-2.