
ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. თუმცა ამჯერად, ტრადიციული „თბილისის გრანდ პრი" ახალი სტატუსით, „თბილისის გრანდ სლემის" ეგიდით ჩატარდება და კორონა ვირუსით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, 2021 წლის IJF-ის გრანდ სლემის ტურნირებიდან მეოთხე იქნება.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დღეს, იმ სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც 26-28 მარტს „თბილისის გრანდ სლემზე" იასპარეზებენ. ქართულ გუნდში 6 წონით კატეგორიაში 8 ქალი ძიუდოისტი იქნება წარმოდგენილი.
-48კგ - ნატალია ყიფშიძე
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-63კგ - ინდირა სილაგაძე
-70კგ - მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი
ერთით მეტ, 7 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ ჩვენი მამაკაცი ძიუდოისტებიც. დღევანდელი განაცხადის მიხედვით, თბილისურ ტურნირზე, საერთო ჯამში, საქართველოდან 28 სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი.
-60კგ - თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ლაშა ჩადუნელი, შაქრო შათირიშვილი.
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ბექა წიფიანი.
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, თორნიკე გვიჭიანი.
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, გიგა გიგაური, დიმიტრი გოჩილაიძე.
-90კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი ქურდიანი.
-100კგ - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ჩიქოვანი, ნიაზ დიასამიძე.
+100კგ - გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, საბა ინანეიშვილი.
თუმცა, თბილისში არ იასპარეზებენ გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და ლუხუმ ჩხვიმიანი.





ჩვენ








