ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ½ ფინალში ფედერერის გავლით გავიდა
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ½ ფინალში ფედერერის გავლით გავიდა
11.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შესაძლოა როჯერ ფედერერს, ხანგრძლივი სათამაშო შესვენება ჰქონდა, მაგრამ ფედერერი ფედერერია და დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის 1/8 ფინალში, ბრიტანელ დანიელ ევანსზე გამარჯვების (7-6(8), 3-6, 7-5) შემდეგ, ბევრი, ¼ ფინალსაც სწორედ ამ პათოსით ელოდა. მით უმეტეს, რომ მის მეტოქეს, ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, პირადი პრობლემებიდან გამომდინარე არც თამაში მისდის ბოლო დროს და თავადაც თვლის, რომ მოწინააღმდეგებთან ერთად, მას, მენტალური პრობლემების გადალახვაც უწევს. სწორედ ამიტომ, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება, როჯერ ფედერერთან გვინდა გვჯეროდეს, რომ ის გარდამტეხი მომენტია, რომელის სპორტის ქართველ გულშემატკივარს, კარგად ნაცნობ და წარმატებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუბრუნებს.


დოჰას ATP250-იანი ტურნირის ¼ ფინალში კი, დღეს, როჯერ ფედერერისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრა თითქმის ორ საათამდე გაგრძელდა და პირველი სეტი, შვეიცარიელის გამარჯვებით 3-6 დასრულდა.


პირველისგან განსხვავები წარიმართა მეორე სეტი, რომელიც ბასილაშვილის სრული უპირატესობით წარიმართა და ლეგენდარულმა ჩოგანმა, შეხვედრის ამ მონაკვეთში მხოლოდ ერთი გეიმის მოგება მოახეხა. ბასილაშვილმა კი, მეორე სეტი 6-1 მოიგო. თუმცა, როდესაც მოწინააღმდეგე ფედერერია, გადამწყვეტ სეტშიც ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.


მესამე სეტი, როგორ მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ფედერერიც და ბასილაშვილიც ახერხებდნენ საკუთარი გეიმების მოგებას. თუმცა, ერთში მე-10 გეიმში, ფედერერმა ქართველის გატეხვა მოახერხა. გარდამტეხი, მე-11 გეიმი გამოდგა, სადაც ბასილაშვილმა ორმაგი დაფარული მატჩბოლი მოიპოვა და შანსი ბოლომდე გამოყენა. საინტერესოა, რომ ბოლო გეიმში, ფედერერი ქართველს „დანებდა" და ნიკამ ის, მშრალი ანგარიშით მოიგო.


საქართველოს პირველმა ჩოგანმა ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს დოჰას საერთაშორისო ტურნირის ¼  ფინალში, 3 სეტში (3-6, 6-1, 7-5) დაამარცხა და ½  ფინალში გავიდა, სადაც  ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება. მატჩი 13 მარტს გაიმართება.