
ქალთა შორის ასაკობრივი ნაკრებების 2021-2022 წლების სეზონის წილისყრა ნიონში 11 მარტს გაიმართა. გათამაშებაში, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება, უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ნაკრებთა რეკორდული რაოდენობა - 52 დარეგისტრირდა, რომელთა შორის იქნება დებიუტანტიც, ანდორა. ტურნირში მონაწილეობის სურვილი, ბუნებრივია, საქართველომაც გამოთქვა, რომელიც, რომ არა კორონა ვირუსის პანდემია, მზად იყო, 2020-ში ქალთა შორის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვისაც ემასპინძლა.
გათამაშების ახალმა ფორმატმა, კვალიფიკაცია და ელიტ რაუნდი ჩაანაცვლა, დატოვა მინი-ტურნირების ფორმატი, მაგრამ ნაკრებები 2 ლიგაში A და B ლიგებში გადაანაწილა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით. რაც ნიშნავს, რომ A ლიგაში მოასპარეზე ჯგუფების ბოლო ადგილოსნები, ავტომატურად ქვედა ლიგაში დაქვეითდებიან. B ლიგის ჯგუფებში წარმატებულები კი, ზედა ლიგაში ამოიწევენ.
A ლიგის მეორე რაუნდი ჩაანაცვლებს ელიტრაუნდს, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორე ადგილოსანი გუნდები, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
ფინალური ეტაპების მასპინძელი ქვეყნები, იმისდა მიუხედავად, რომ მასპინძლის რანგში, ფინალურ სტადიაზე მონაწილეობა განაღდებული ექნებათ, მთელ ამ შესარჩევ ციკლს ითამაშებენ, იმ რეიტინგის მიხედვით, რომლისთვისაც კონკრეტულ მომენტში ესა თუ, ის ქვეყანა იქნება. აქვე გეტყვით, რომ ქალთა შორის 17-წლამდელთა ფინალურ ეტაპს ბოსნია და ჰერცოგოვინა, 19-წლამდებისას კი ჩეხეთის რესპუბლიკა უმასპინძლებს.
ახალი ფორმატის დადებითი მხარე ისაა, რომ ყველა გუნდს, სეზონის მანძილზე 5-6 ოფიციალური მატჩის გამართვა მოუწევს. ახალი ფორმატი ძალაში 2021-2022 წლების სეზონიდან შედის. სწორედ, ამ ფორმატის მიხედვით ჩატარდა წილისყრა, რომელმაც საქართველოს ქალთა ნაკრებები, B დივიზიონში გადაანაწილა, ჯგუფებში კი, მეტოქეებად შემდეგი გუნდები არგუნა:
19-წლამდე ნაკრები B4 ჯგუფში იასპარეზებს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ისრაელის, რუმინეთის და მალტის ნაკრებებთან ერთად. თუ ვინ იქნება მინი-ტურნირის მასპინძელი ქვეყანა, ის მოგვიანებით გაირკვევა, თამაშები კი, უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, 14-21 სექტემბერს და 19-26 ოქტომბერს ჩატარდება. აქვე გეტყვით, რომ A ლიგაში გადასასვლელად, 6 პირველადგილოსანის გარდა, შანის ერთ, საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსან გუნდსაც ექნება.
17-წლამდე ნაკრები კი, B1 ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები, ბელარუსის, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. ამ ასაკობრივი ჯგუფის თამაშები, 1 აგვისტოდან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და ისევე, როგორ 19-წლამდეთა ასაკში, მინი-ტურნირების მასპინძელი ქვეყნები მოგვიანებით დასახელდება.
ფოტო: @UEFA





ჩვენ








