ძველი, ახალი პრეზიდენტი, ნაცნობი გეგმებით და გამოწვევებით
ძველი, ახალი პრეზიდენტი, ნაცნობი გეგმებით და გამოწვევებით
12.03.2021
ავტორი: თ.ჯ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC)  პრეზიდენტად, ახალი, მეორე ვადით არჩეული თომას ბახი კვლავ რეფორმებს დაუთმობს, რომელთა გატარებაც, გერმანელმა 2013 წლიდან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ იმ წელს, ბუენოს აირესში, ის,  რვა წლის ვადით აირჩიეს. ახალი ვადით კი, მას რეფორმების გასატარებლად, მხოლოდ 4 წელი რჩება.  


გადადებული და მოახლოებული ოლიმპიური თამაშების წინ კი, ბახი, ოლიმპიურ საზოგადოებას, კონკრეტული პრობლემიდან, რომელიც COVID-19-ით არის გამოწვეული, გამოსავალს სთავაზობს. თომას ბახის ამბობს, რომ ჩინეთი მზად არის ტოკიოს ზაფხულის და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესთავაზოს.


„IOC-მა ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტისგან თავაზიანი წინადადება მიიღო, რათა ტოკიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინის დამატებითი დოზები. მადლიერნი ვართ ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც ჭეშმარიტად შეესაბამება სოლიდარობის ოლიმპიურ სულს.  IOC ოლიმპიური და პარალიმპური გუნდებისთვის ვაქცინის დამატებით დოზის საფასურს გადაიხდის", - ამბობს თომას ბახი.


თუმცა, ეს იქნება, მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რაც ხელახლა არჩეული პრეზიდენტის აზრით, მსოფლიომ, სპორტისთვის, პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა გააკეთოს.


„სამყარო ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. ის ისეთი აღარ იქნება. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ოლიმპიური მოძრაობა პოსტპანდემიური მსოფლიოს შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ როგორც ადრე, ახალ გამოწვევებს ახალ შესაძლებლობებად გარდავქმნით. უნდა გვესმოდეს, რომ მაშინაც კი, როდესაც ეს კრიზისი წარსულს ჩაბარდება, მის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებთან კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს გამკლავება. პირველი რიგის ამოცანები, რა თქმა უნდა, ტოკიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაა", - ამბობს თომას ბახი.


და ბოლოს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 137-ე სესია პანდემიის გამო, ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. პრეზიდენტობის კანდიდატად, მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი, თომას ბახი იყო წარმოდგენილი. გერმანელს, მხარი 93 დელეგატმა დაუჭირა. მისი წინააღმდეგი, კი მხოლოდ ერთი იყო.




სტატია მომზადებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მასალების მიხედვით