„ლანჩხუთის“ დამმარცხებელს „ბაიერნი“ დაუწყვილდა
„ლანჩხუთის“ დამმარცხებელს „ბაიერნი“ დაუწყვილდა
12.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშების ¼ და ½ ფინალების წილისყრა გაიმართა. ეს, ის ტურნირია, რომელზე მომავალი, 2021-2022 წლების სეზონზე, საქართველოს, ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონით, თბილისის „ნიკეთი" იქნება წარმოდგენილი.


რაც შეეხება მიმდინარე გათამაშებას, ქართული გუნდებისთვის ნაცნობი „რუსენგორდი", რომელმაც, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალიდან „ლანჩხუთის" გამოთიშვა მოახერხა, ¼ ფინალში,  „ბაიერნს" დაუპირისპირდება. სხვათა შორის, „ბაიერნმა", 1/8 ფინალიდან ყაზახეთის „ბიიკ კაზიგიურტი" გამოთიშა, გუნდი, რომელშიც ქართველი გულნარა (კესო) გაბელია თამაშობს.


ქალთა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური მატჩები 24/25 მარტს და 30 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.


„ბაიერნი" (გერმანია) -  „რუსენგორდი" (შვედეთი)

"პსჟ" (საფრანგეთი)/„სპარტა" (ჩეხეთი) - „ლიონი" (საფრანგეთი, მოქმედი ჩემპიონი)

„ბარსელონა" (ესპანეთი) - "მანჩესტერ სითი" (ინგლისი)

„ჩელსი" (ინგლისი) - „ვოლფსბურგი" (გერმანია)


დღესვე, ½ ფინალების წილისყრაც გაიმართა, თამაშები 24/25 აპრილსა და ½ მაისს გაიმართება.  გუნდები კი, წილისყრამ, გათამაშების ამ ეტპაზე, ასე დააწყვილა.


„პსჟ"/ „სპარტა"/ „ლიონი" - „ბარსელონა"/ „მანჩესტერ სიტი"

„ბავარია" / „რუსენგორდი" - „ჩელსი"/ „ვოლსბურგი".


რაც შეეხევა, მიმდინარე გათამაშების ფინალს ის, 16 მაისს, გიოტებორგში, „გამლა ულევზე" ჩატარდება.



ქსკ "ლანჩხუთის" ფოტო