ლუხუმ ჩხვიმიანი 2-3 კვირაში ტატამს დაუბრუნდება
ლუხუმ ჩხვიმიანი 2-3 კვირაში ტატამს დაუბრუნდება
12.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„თბილისის გრანდ სლემის" დაწყებამდე, რამდენიმე კირით ადრე, გუშინ, 11 მარტს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იმ სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა, რომელებიც აღნიშნულ ტურნირში მიიღებდნენ მონაწილეობას. ამ ჩამონათვალში არ იყო ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელსაც ერთ-ერთი შეკრების დროს მიღებული ტრავმის გამო, IJF-ის გრანდ სლემის კიდევ სხვა ტურნირის გამოტოვებაც მოუხდა. მოგვიანებით, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, გულშემატკივრისთვის რამდენიმე განმარტება გააკეთა და იქაც, ლუხუმზე ცალკე შეჩერდა.


დღეს კი, მსოფლიო ჩემპიონის შესახებ, მორიგი ინფორმაცია, უკვე საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ საკუთარი სოციალური ქსელით ქართველი ძიუდოისტის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცესის რამდენიმე ფოტო და მოკლე შეტყობინება დადო, რომ მედიკოსთა გუნდი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხიმიანი, ტატამს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.




ძიუდოისტი, მკურნალობას  "ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბში", საქართველოს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოციაციის სარეაბილიტაციო გუნდის მეთვალყურეობით გადის. სპორტსმენის რეაბილიტაციის პროცესს, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმი, ავთანდილ თელია ხელმძღვანელობს.


„ჩხვიმიანმა, ვარჯიშის დროს, მხრის რბილი ქსოვილი დაიზიანა,  რომელიც ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და ექვემდებარება ფიზიოთერაპიასა და სპეციალურ ვარჯიშებს. ვფიქრობ, რომ სრული რეაბილიტაციისთვის 2-3 კვირა კიდევ დასჭირდება და აპრილში დაგეგმილი ევროპირველობისთვის, უკვე დასრულებული იქნება ეს პროცესი. თუმცა, იჭიდავებს თუ არა, ლისაბონში ლუხუმ ჩხვიმიანი, ამას უკვე, თავად სპორტსმენი და მწვრთნელები გადაწყვეტენ, რადგან წინ ოლიმპიური თამაშებია და ღირს თუ არ,ა გარისკვად ევროპის ჩემპიონატი, მსჯელობის საგანია", - ამბობს, ავთანდილ თელია.


შეგახსენებთ, რომ ტრავმა, რომელიც ლუხუმ ჩვიმიანმა,  ყვარელში მიმდინარე შეკრების დროს მიიღო საბედნიეროდ, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და რეაბილიტაციას ექვემდებარება. თელიას თქმით, სამედიცინო შტაბის მთავარი ამოცანაა, ლუხუმ ჩხვიმიანი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს ასი პროცენტით მზად შეხვდეს.        




საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ფოტოები