"ჩიხურა" საქართველოს თასის მფლობელია
"ჩიხურა" საქართველოს თასის მფლობელია
02.12.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე

საჩხერის ჩიხურა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელია. იმერულმა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული. მოქმედმა ჩემპიონმა ტორპედომ კი დუბლი ვერ შეასრულა და ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ თასს ვერ დაეუფლა.

მატჩის ძირითად და დამატებით დროში გოლი არ გასულა. მიზანთან ყველაზე ახლოს ქუთაისელები იყვნენ, მაგრამ გიორგი კუხიანიძემ მეოცე წუთზე პენალტი ხარიხას მოარტყა. შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა.

ლოგკური იყო, რომ ყველაფერი პენალტების სერიაში გადაყწდა, სადაც ჩიხურას ბოსნიელმა მეკარემ დინო ჰამზიჩმა თავისი სიტყვა თქვა. სოსო ფრუიძის გუნდის მეკარემ ჯერ ლევან კუტალიას აჯობა, ხოლო გადამწყვეტი პენალტი კუხიანიძეს არ გაატანინა. აღსანიშნავია, რომ კუხიანიძეს პროფესიონალურ კარიერაში აქამდე პენალტი გაცუდებული არ ჰქონდა, მაგრამ ახლა ორჯერ ვერ შეძლო გატანა.

ჩიხურამ გარდა იმისა, რომ საქართველოს თასი მოიგო, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

ჩიხურა - ტორპედო 0:0 პენ: 4:3