„ბასილა“ ბრუნდება!
„ბასილა“ ბრუნდება!
13.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველი ტურნირის მოგება მოახერხა. დოჰას ATP-250-იან  ტურნირზე, ფინალში, მან რობერტო ბაუტისტა-აგუტა ორ სეტში დაამარცხა 6(5)-7, 2-6. ამ ორი სეტიდან პირველს, 13 გეიმი დასჭირდა. პარტიის ბედიც ტაი-ბრეიკზე გაირკვა. 


„ძლიერი ქარის მიუხედავად, მე მქონდა კარგი განწყობა. თავიდანვე, ყველაფრის მიმართ, კარგად განვეწყე. ვიყავი კონცენტრირებული იმაზე, რომ მარტივად მეთამაშა, უბრალოდ გამეკონტროლებინა ბურთი და ბევრი მემოძრავა. ეს, იყო რთული ფიზიკურადაც, რადგან ყველა მოძრაობისას ორმაგი წინაღობა უნდა დამეძლია და მე ეს შევძელი", - ამბობს ბასილაშვილი.


მეორე სეტში, კი ქართველმა მხოლოდ 4 გეიმი „გვანერვიულა" და ბაუტისტასა და ქარის წინააღმდეგობის მიუხედავად, მეორე სეტის მოგება მოახერხა. ამ სეტის და საბოლოოდ, ამ მატჩშიც გარდამტეხი მომენტი მე-6 გეიმში დადგა, როდესაც, ბაუტისტას ჩაწოდებებზე, ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და ანგარიშში 2-4 წაიყვანა.


 „რაღაცნაირად ვახერხებ უფრო კარგად, მკაცრ პირობებში და რთულ მატჩებში ვიასპარეზო. ეს იყო, ალბათ, ყველაზე რთული ტურნირი, ATP-250-ანებს შორის, რომლებშიც მითამაშია. აქ, ტოპ 10-დან ოთხი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ალბათ, საინტერესოა, იკითხავთ, რატომ ვთამაშობ კარგად დიდ ტურნირებზე და მატჩებში? გასაოცარია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ", - იტყვის ნიკა ტურნირის დასრულების შემდეგ, atptour.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 


დოჰას ტურნირზე, კარგად დაწყებული საქმე ქართველმა სპორტსმენმა ბოლომდე წარმატებულად მიიყვანა და მიმდინარე სეზონში პირველი სერიოზული ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ქართველმა, ფინალამდე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან, რომელსაც სამ სეტში მოუგო.


„ბედნიერი ვარ. ამას არ მოველოდი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრი ვიშრომე. კორტზე, თავს კარგად ვგრძნობდი. ბოლო წლის მანძილზე, დიდი სტრესის ქვეშ მომიწია თამაში. ვერც ერთ თამაშში, ჩემი 100%-ით რეალიზება ვერ მოვახდინე. ამ კვირაში, რაღაცნაირად შევძელი სტრესულ მომენტებს გავმკლავებოდი. ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე ტიტულის მოგება", - ამბობს ბასილაშვილი.


ტურნირის საზეომო დაჯილდოებაზე, ქართველმა სპორტსმენმა „სტრესის" ერთ-ერთ მიზეზს, ქართულად მიმართა, „ლუკას, მამიკო! მინდა, რომ დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები..." მთელი ტურნირის მანძილზე, გემახსოვრებათ, რომ ბასილაშვილი, მორალურ პრობლემებზეც საუბრობდა, რომლებიც როგორც ჩანს გადალახა. მატჩის შემდეგ, მისი მოწინააღმდეგე იტყვის, რომ ის, კორტზე აგრესიულ ბასილაშვილს „დაეჯახა".


და ბოლოს, დოჰას ტურნირის დაწყებამდე, ნიკა ბასილაშვილი, ATP რეიტინგში 42-ე ადგილზე იყო. თუმცა,  ამ ტურნირის მოგებით, ის, რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯს გადადგამს. დოჰაში, ბასილაშვილის წარმატების შემდეგ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდმა, ჩოგბურთის მოყვარულებს შეახსენა, რომ რეგლამენტით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულ თანრიგში მონაწილეობისთვის, ჩოგბურთელი რეიტინგის პირველ 56- ჩოგბურთელში უნდა იყოს აუცილებლად.


ფოტო:  @atptour.com