
მეორე დღეა, „დინამო თბილისის" ყოფილი თავდამსხმელისა და 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირის ლევან კუტალიას ჰეთ-თრიქი ქართული მედიის ყურადღების ცენტრში არის მოქცეული. ბოლო ტურში იქსალ იმადის „აპოელსა"და ალ-ფამის „აპოელს" შორის, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 2-3 დასრულდა და ახლა, 26 ტურის შემდეგ, ქართველის ალ-ფალმის „აპოელს" 28 ქულა აქვს. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით დაშორდა.
„გახარებული ვარ ჩემი ჰეთ-რიკით და იმით, რო, დავეხმარე გუნდს გამარჯვებაში. რთული თამაში მოვიგეთ, საკმაოდ კარგ გუნდთან. თამაში მძიმე გამოვიდა, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ", - აღნიშნა ლევან კუტალიამ TSFF.GE-თან საუბარში.
მოგეხსენებათ, ლევან კუტალია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგაშიც, ერთ-ერთი გამორჩეული გოლეადორი იყო, ისრაელში, ახალ გუნდშიც ცდილობს თავის გამოჩენას. რვა შეხვედრაში, მას უკვე ოთხი გოლი აქვს გატანილი. ისრაელში მყოფი ქართველი ლეგიონერისთვის, არის კიდევ ერთი დამატებული სტიმული.
„რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახების და შანსის მოცემის იმედზე ვარ. იმედია, ახალი მწვრთნელი, შანს მომცემს ამ შანსს და შრომას არ დამიკარგავს", - ამბობს კუტალია.
კუტალია, რომელიც ისრაელში 2020 წლიდან არის, ახალ გუნდში, ზამთარში გადავიდა. მიმდინარე სეზონზე გატანილი 4 გოლიდან, ქართველმა პირველად, ისრაელის თასის დაპირისპირებაში, ჰაიფას „მაკაბის" გაუტანა. 12 მარტს კი, აქტივში ჰეთ-თრიქი ჩაიწერა.





ჩვენ








