საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
14.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის მე-2 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ბორჯღალოსნებმა მეტოქე, დაძაბულ ბრძოლაში 6-ქულიანი უპირატესობით ანგარიშით, 19-25 დაამარცხეს. იმის გათვალისწინებით, რომ „რაგბი ევროპის" წლევანდელი და მომდევნო წლის გათამაშებები, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპსაც წარმოადგენს, აქ მოპოვებული, თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.


მატჩი ქართველთა ლელოთი გაიხსნა. თორნიკე ჯალაღონიამ ის, შეხვედრის დასაწყისში დადო და გუნდი დააწინაურა. შეხვედრის პირველი ტაიმი კი, ფრედ 10-10 დასრულდა.


მეორე ტაიმი ესპანელთა აქტიურობით დაიწყო და მასპინძლებმა, პირველად ამ მატჩში დაწინაურება მოახერხეს. თუმცა, ეს იყო და ერთადერთხელ ამ მატჩში. საქართველოს ნაკრებმა, მალე, აკა ტაბუცაძის ლელოს წყალობით კვლავ მოახერხა დაწინაურება 13-15.  კიდევ სამი ქულა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, 13-18. ამ ტაიმში, ჩვენებმა კიდევ ერთი ლელო დადეს. ის, ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშზე, რომელსაც თედო აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა და ჩვენი ნაკრები 16-25 დაწინაურდა. შეხვდერის დარჩენილ დროში, ესპანეთმა, ანგარიში მხოლოდ სამი ქულით შეამცირა.   


დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსენბი, „რაგბი ევროპის" წლევანდელი სეზონის სატურნირო ცხრილს, ცხრა ქულით ლიდერობენ.