
დოჰას ATP 250-ანზე გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა. ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი 6 საფეხურით არის დაწინაურებული. შესაბამისად, ნიკა ახლა 36-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ დოჰადან, ბასილაშვილმა დუბაიში გადაინაცვლა, სადაც დღეს, მორიგი ტურნირი და ახალი საასპარეზო კვირა დაიწყო.
დოჰას ტურნირზე გამარჯვების შედეგად, Dubai Duty Free ATP 250-ზე, ბასილაშვილი, ასპარეზობას, მეორე წრიდან დაიწყებს. იქ კი, წილისყრამ ქართველს, კვლავ ამერიკელ ტეილორ ფრიცი არგუნა. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკა, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.
***
და ბოლოს, ვინდაიდან სიტყვამ რეიტინგები მოიტანა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის, მარიამ ბოლქვაძე 192-ე ადგილზეა, ეკატერინე გორგოძე 234-ე, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილთა რეიტინგში 71-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ფოტო: @atptour.com





ჩვენ








