უხვგოლიანი მე-4 ტური
უხვგოლიანი მე-4 ტური
15.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის გათამაშებაში, მესამე ტურისგან, რადიკალურად განსხვავებული გამოდგა, მეოთხე ტური, რომელიც 3 სათამაშო დღეზე იყო გადანაწილებული. საერთო ჯამში ტურში 19 გოლი გავიდა, მაშინ, როცა, ერთი ტურით ადრე, ელიგაში მონაწილე 10 გუნდიდან, მხოლოდ, ორმა მოახერხა თითო-თითო გოლის გატანა. ამასთან, მეოთხე ტურის გოლებიდან, დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთი, სეზონის საუკეთესო გოლებში აუცილებლად მოხვდება. აღსანიშნავია, რომ ამ ტურში ორმა ფეხბურთელმა, „დინამო თბილისის" სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა, საბურთალოელმა შოთა ნონიკაშვილმა და ტორპედოელმა ფადი ზიდანიმ,  დუბლის შეასრულეს. ბომბარდირთა დავაში კი, 4 ტურის შემდეგ, ერთბაშად 5 ფეხბურთელს 2-2 გოლი დაუგროვდა (სტატისტიკა 4 ტურის შემდეგ).


13.03.2021


ბათუმის „დინამო" - „სამტრედია" 2-0

მეოთხე ტური კი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე,  ბათუმის „დინამოსა" და „სამტრედიის" მატჩით გაიხსნა. თავიდანვე უნდა იქვას, რომ აჭარულ გუნდს, გათამაშების აუტსაიდერთან სამი ქულის აღება არ გასჭირვებია. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში, მე-11 წუთზე 11-მეტრიანით გაიხსნა. გიორგი ნიქაბაძემ, რომელიც სამტრედიელთა საჯარიმოში „აიბლანდა", საბოლოოდ 11-მეტრიანი გამოიმუშავა და თავადვე, ზუსტად დაარტყა. ბათუმელებმა, მეორე გოლი ტაიმის მიწურულს გაიტანეს. ამ მომენტისთვის გია ცეცაძის ფეხბურთელებმა რამდენჯერმე დაბნეულად ითამაშეს დაცვაში. ეს კი, კარგად შენიშნეს ბათუმელებმა და ერთ-ერთი ასეთი არეულობის დროს,  ჯაბა ჯიღაურმა ქუსლით მოახერხა, ბურთი გიორგი ფანცულაიასთვის შეეყოლებინა. ამ უკანასკნელმა კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა და იმერელთა კარში, მეორე გოლი გაიტანა.  მეორე ტაიმმა, შედარებით უინტერესოდ და ინერტულად ჩაიარა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბათუმის „დინამომ" საჭირო 3 ქულა აიღო და ერთი დღით, ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ მოექცა.

 

14.03.2021


„სამგურალი" - „დილა" 1-2

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, უჩა სოსიაშვილის „სამგურალმა" ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა. მე-6 წუთზე, პაპუნა ფონიავას გადაცემის შემდეგ, ანგარიში შალვა ბურჯანაძემ გახსნა.  წყალტუბოელებმა, ანგარიშის შენარჩუნება 65-ე წუთამდე მოახერხეს. თუმცა, მაქსიმე ქვილითაიას კარი, ჯერ, 11-მეტრიანით ვანდერსონ სილვამ აიღო, 79-ე წუთზე კი, რამდენიმე გორელთა რამდენიმე ფაზიანი შეტევა, რევაზ ჩიტეიშვილის ჩაწოდებით გაგრძელდა ქვილითაიას საჯარიმოში. იქ კი, ზუსტო უსმანე კამარა, რომელმაც მეორედ აიღო სამგურალელა კარი და „დილას" მორიგი 3 ქულა მოუტანა.   გოლამდე ცოტა ხნით ადრე, „დილას" გაუმართლა. ანგარიშს გაზრდის შესაძლებლობა სანდრო კუხიანიძეს ჰქონდა, თუმცა, ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, ეტოუს ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა და შეიძლება ითქვას, 90%-იანი საგოლე მომენტი გაანიავა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და მაღალ ტემპში ჩაიარა. გორის „დილამ" დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ საჭირო 3 ქულა მოიპოვა და 4 ტურის შემდეგ, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.


„ტორპედო" - „თელავი" 2-2

მიმდინარე გათამაშებაში, მორიგი ქულა ჩაიწერა აქტივში ქუთაისის „ტორპედომ". შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ცოტნე კაპანაძის გადაცემით, 37-ე წუთზე, ანგარიში ლაშა შერგელაშვილმა გახსნა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში, ქუთაისელებმა, თამაშში დაბრუნება მალევე მოახერხეს. 48-ე წუთზე ელიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, იმერელთა ზიდანმა. კიდევ, 19 წუთში, ფადი ზიდანიმ დუბლიც შეასრულა. შეხვედრაში კი, წერტილი „თელავმა" დაუსვა და ისევე როგორც სტუმართა პირველი გოლის შემთხვევაში, აქაც, ლომის წილი შერგელაშვილის ანგარიშზე, რომლის გადაცემითაც, კახურ გუნდს, იმედა აშორტიამ ქულა მოუტანა.


„დინამო თბილისი" - „საბურთალო" 4-3

ოთხი გოლი პირველ ტაიმში და დინამოელთა მხრიდან ბევრი გამოუყენებელი შანსი, მათ შორის ყველაზე აშკარა ტაიმის მიწურულს, ცარიელ კართან დარჩენილი გიორგი გაბედავას გაცუდებული დარტყმაა. ანგარიში კი, დედაქალაქურ დერბიში, სწრაფი გოლით, მე-5 წუთზე დინამოელებმა გახსნეს. კუთხურიდან, მილან რადინის ჩაწოდებული, საბურთალოელთა კარში, თავით ზორან მარუშიჩმა გადაგზავნა. ამ მომენტიდან 11 წუთის შემდეგ, მთელს მატჩში, საბურთალოელთა იშვიათი მომენტებიდან, რომელთა შორისაც სტანდარტულები ჭარბობდა, ერთ-ერთს, შოთა ნონიკაშვილის გოლი მოჰყვა. სხვათა შორის, ანალოგიურ სიტუაციაში, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გაიტანს, იგივე ნონიკაშვილი, მსაჯის მიერ 4-წუთიანი კომპენსირებული დროიდან, მე-ე წუთზე და ანგარიშს გაათანაბრებს. თუმცა, ამ გოლს წინ ზორან მარუშიჩის დუბლი უსწრებდა.


ისევე, როგორც პირველი ტაიმი, მეორეც, საქართველოს ჩემპიონის სათამაშო უპირატესობით წარიმართა. 55-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი გაიტანეს. გოლი გიორგი გაბედავას ანგარიშზეა. 69-ე წუთზე კი, ბაქარ ქარდავას გადაცემის შემდეგ, დინამოელთა კაპიტანმა, გოირგი პაპავამ, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, შორი მანძილიდან, გაიტანა გოლი და დინამოელები 2-ბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. თუცა, 2 წუთში, იშვიათი კონტრშეტევის დროს, „საბურთალომ" მასპინძელთა დაცვაში უყურადღებო თამაშით ისარგებლა და როინ კვასხვაძის კარი, მესამედ აიღო.




რამდენიმე დღის წინ, ბათუმის „დინამოსთან" უღიმღამო თამაშის შემდეგ, ამ ტურში, მასპინძლები, უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და 3 ქულაც დამსახურებულად მოიპოვეს. თუმცა, 4 ტურის შემდეგ 7 ქულით, სატურნირო ცხრილში, „დილას" და ბათუმის „დინამოს" შემდგე, მესამე საფეხურზე არიან. სხვათა შორის, ამ ტურში, დინამოელთა მაისურით, მე-100 მატჩი ჩაატარა დავით კობოურმა.


15.03.2021


„ლოკომოტივი" - „ შუქურა" 2-1

უღიმღამო პირველი ტაიმის მომსწრე გავხდით, „დინამო არენაზე" გამართულ ტურის ბოლო შეხვედრაში, თბილისის „ლოკომოტისა" და ქობულეთს „შუქურას" შორის. ამ მონაკვეთში, მხოლოდ არჩათვლილი გოლები და თბილისელთა მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიმართ, ლოიალური მსაჯები დაგვამახსოვრდა. აი, მეორე ტაიმში, კი „ლოკომ" თამაშს მოუმატა და უპირატესობასაც საბოლოოდ დაეუფლა. ეს კი, პირდაპირპროპორციულად აისახა ანგარიშში. ულად იმრანმა, რომელიც ტრადიციულად, აქტიურობით გამოირჩევა, 59-ე წუთზე ბექა დარცმელიას გადაცემით ანგარიში გახსნა. კიდევ 5 წუთში, ლოკომოტიველთა აქტიურობას, 64-ე წუთზე, გიორგი რეხვიაშვილის ავტოგოლი მოჰყვა და თბილისური კლუბი 2-0 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს თემურ შაშიაშვილის შეგირდები გააქტიურდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შეცვლაზე შემოსულმა დავით მუჯირმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. თუმცა, „შუქურამ" მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო, „ლოკომ" კი, მიმდინარე გათამაშებაში მეორე თამაში მოიგო და 7 ქულით, სატურნირო ცხრილში, მე-4 ადგილზეა;





სატურნირო ცხრილი

მომდევნო ტურის კალენდარი