
ხვალ, 17 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ქართველ მედიას პირველად შეხვდება. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, სასტუმრო „შერატონი", კვლავ საფეხბურთო ბატალიების ეპიცენტრში მოექცევა. მანამდე კი, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 2021 წლის და მისთვის პირველი სანაკრებო შემადგენლობა დაასახელა. განაცხადს მიღმა ვაისის ბოლო ფორმაციის ნაკრებიდან რამდენიმე ის ფეხბურთელი (გიორგი მაკარიძე, სოლომონ კვერკველია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია) დარჩა, რომლებიც ტრადიციულად წლებია, სანაკრებო სიაშია არიან. სანიოლის ამ ჯერზე, არც გიორგი ხარაიშვილისთვის, ზუკა დავითაშვილისთვის და გიორგი პაპუნაშვილისთვის დაუძახია. ტრავმების გამო, სანიოლის პირველ შეკრებაზე არ იქნებიან გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკა კაჭარავა. საუბარია, ფეხბურთელებზე, რომლებიც, ეროვნული ნაკრების ღირსებას, 2020 წლის ბოლო სანაკრებო ფანჯრების დროს იცავდნენ.
ფრანგი სპეციალისტის სიაში ამ ეტაპზე მოხვდნენ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
როგორც ხედავთ, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რადიკალურად, მაინც ვერ „გარისკა" ნაკრების შემადგენლობის შეცვლა და ბირთვი დატოვა. თუმცა, შანსი მისცა ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც კლუბში საკმაოდ შედეგიანია, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ნაკრებში ბრუნდება ლაშა პარუნაშვილი. სანიოლიმ, გამოიძახა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ეროვნული ჩეპიონატიდან: თბილისის „ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ბათუმის „დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე. მათ გარდა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ავსტრიული „ვოლფსბერგის" მარცხენა მცველს, გურამ გიორბელიძეს. სართველი გულშემატკივარი კი, ალბათ ყველაზე მეტად, საფრანგეთში დაბადებულ ბელგიური „სერენის" 20 წლის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის მოლოდინშია, რომელიც ახალის სეზონის პირველ სანაკრებო ფანჯარაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად იქნება.
ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ შეხვედრებს რამდენიმე კვირაში გამართავს.
25 მარტი / შვედეთი - საქართველო
28 მარტი / საქართველო - ესპანეთი
31 მარტი / საბერძნეთი - საქართველო
პირველი სამი ოფიციალური შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება.





ჩვენ








