ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

16.03.2021
ავტორი: თ.ჯ.
დოჰას ტურნირის შემდგომი სტარტი, წარუმატებლად დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ასპარეზობას გამოეთიშა. დუბაის ATP 250-იან ტურნირზე, ქართველი მეორე წრიდან ჩაერთო და ამერიკელ, მსოფლიოს 30-ე ჩოგანს ტეილორ ფრიტცს შეხვდა. სწორედ, იმას, რომელსაც ბასილაშვილმა რამდენიმე დღით ადრე, დოჰას ტურნირის ნახევარფინალში მოუგო.
პირველი სეტი ქართველმა მარტივად მოიგო 4-6, 6-3, 7-6(4). თუმცა, მომდევნო სეტებში, როგორც ჩანს დაძაბულმა სათამაშო გრაფიკმა თავი იჩნა და ამჯერად, ქართველი ტურნირს მიღმა დარჩა.
რაც შეეხება ფრიტცს, ის დუბაის ტურნირის მომდევნო შეხვედრას ანდრეი რიბლიობის წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ








