მეტოქეებმა შემადგენლობები დაასახელეს
მეტოქეებმა შემადგენლობები დაასახელეს
16.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მარტის სანაკრებო თამაშებისთვის შემადგენლობები დაასახელეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდებმა.


შვედეთი


5-წლიანი შესვენების შემდეგ, ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. დღევანელ პრესკონფერენციაზე, რომელიც შვედეთში გაიმართა, ზლატანი ნაკრების კაპიტნადაც აირჩიეს. ფეხბურთელი, რომელსაც შვედეთის ნაკრების მაისურით 116 მატჩში, 62 გოლი აქვს გატანილი, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ითამაშებს. პარალელურად დაიწყო ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაისურების მასიური გაყიდვაც.


25 მარტს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, მოსამზადებელ შეკრებაზე შვედეთის ნაკრებში გამოძახებულნი არიან შემდეგი ფეხბურთელები.


მეკარეები: კარლ-იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი)

მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), პიერ ბენგსტონი (ველიე), ანდრეას გრანქვისტი (ჰელსინბორგსი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), მიქაელ ლუსტიგი (აიკ), იოაკიმ ნილსონი (არმინია, გერმანია), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერი, ინგლისი), კარლ სტარფელტი (რუბინი, რუსეთი)

ნახევარმცველები: კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი, რუსეთი), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი, გერმანია), იენს კაუსტე (მიდტიულანდი), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია)

თავდამსხმელები: ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი), რობინ ქუაისონი (მაინცი, გერმანია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), მარკუს ბერგი (კრასნოდარი, რუსეთი), იესპერ კარლსონი (ალკმაარი, ნიდერლნადები).



ესპანეთი


მარტის ფანჯრისთვის ლუის ენრიკემ გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო. ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყისი ეტაპისთვის ცნობილია.  „დინამო არენაზე", საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის პირველი საშინაო მატჩი და შესაბამისად ვილი სანიოლის სადებიუტო საშინაო მატჩიც, სწორედ ეპსანეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.


მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო)

მცველები: ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი), პედრო პორო (სპორტინგი, პორტუგალია), სერხიო რამოსი (რეალი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ინიგო მარტინესი (ბილბაო)

ნახევარმცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), პედრი (ბარსელონა), სერხიო კანალესი (ბეტისი)

თავდამსხმელები: ბრაიან ხილი (ეიბარი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ჟერარ მორენო (ვილიარეალი), დანი ოლმო (ლაიფციგი, გერმანია), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია)

 

საბერძნეთი


31 მარტს, საქართველოს ნაკრები, სალონიკში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ბერძნებმა, რომლებთანაც საკმაოდ ცუდი სტატისტიკა გვაქვს, იციან, რომ ქართულ გუნდში ახალი მწვრთნელია, ახალი იდეებით. თუმცა, იმედოვნებენ, რომ ქართველებთან მატჩამდე, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩებია და ეს ბერძნებს, სანიოლის გეგმების ამოცნობის საშუალებას მისცემს.


„საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა ახალი, ფრანგი მწვრთნელი, რომელსაც შესაბამისად, ახალი იდეები და განსხვავებული ფილოსოფია აქვს. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ჯგუფში მარეგულირებლის როლი შეასრულოს და ამიტომ, მას დეტალური ანალიზი სჭირდება. დარწმუნებული ვარ, გუნდი მზადყოფნაში იქნება და თავის ყველა კონკრეტულ თვისებას გამოიყენებს სახლის ფაქტორთან ერთად, რათა საჭირო ქულები მოიპოვოს", - ამბობს ჯონ ვან ტსხიპი, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელი, რომელმაც შეკრებაზე 26 ფეხბურთელი გამოიძახა.


მეკარეები: ოდისეას ვლახოდიმოსი (ბენფიკა, პორტუგალია), სტეფანოს კაპინო (სანდაუზენი, გერმანია), სოკრატის დიუდისი (პანათინაიკოსი)

მცველები: გეორგიოს ცაველასი (ალანიასპორი, თურქეთი), კოსტას ციმიკასი (ლივერპული, ინგლისი), გეორგიოს კირიაკოპულოსი (სასუოლო, იტალია), პანტელის ხაციდიაკოსი (ალკმაარი, ნიდერლანდები), კოსტანტინოს მავროპანოსი (შტუტგარტი, გერმანია), კირიაკოსი პაპადოპულოსი (ლოკომოტივა, ხორვატია), დიმიტრიოს იანულისი (ნორვიჩი, ინგლისი), სტრატოს სვარნასი (აეკ)

ნახევარმცველები: ხარის მავრიასი (ომონია, კვიპროსი), მანოლის სიოპისი (ალანიასპორი, თურქეთი), კარლოს ზეკა (კოპენჰაგენი, დანია), დიმიტრის ლიმნიოსი (კიოლნი, გერმანია), დიმიტრიოს პელკასი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), თანასის ანდრუცოსი (ოლიმპიაკოსი), კოსტას ფორტუნისი (ოლიმპიაკოსი), ანდრეას ბუხალაკისი (ოლიმპიაკოსი), გეორგიოს მასურასი (ოლიმპიაკოსი), პეტროს მანტალოსი (აეკ)

თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ვანგელის პავლიდისი (ვილემ II, ნიდერლანდები), გეორგიოს იაკუმაკისი (ვენლო, ნიდერლანდები), ხრისტოს ცოლისი (პაოკ), ტასოს დუვიკასი (ვოლოსი)