ამხანაგური შეხვედრები ხარვეზების გამოსასწორებლად
ამხანაგური შეხვედრები ხარვეზების გამოსასწორებლად
04.12.2017
ავტორი:

დღეს და ხვალ,  საქართველოს  ფუტსალის  ეროვნული ნაკრები  პოლონეთში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.  პოლონეთის  ეროვნულ  ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა საკუთარი ტრიბუნების თანდასწრებით ქართველებს თბილისის დროით 21:00 დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებისთვის, რომლისთვისაც პოლონელებთან მატჩი, წლის უკანასკნელი შეხვედრაა დანაკლისით ითამაშებს. გუნდს ვერ ეხმარებიან კახა მაისაიას და გიორგი ნიშნიანიძე.  თუმცა, ნაკრებს ნუკრი ჭუმბურიძე და გიორგი ზედელაშვილი დაუბრუნდნენ. 

„პოლონეთის  ნაკრები ძლიერი  გუნდია, ამაზე  ის ფაქტიც მეტყველებს  რომ  ეს  გუნდი  ევროპის  ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე თამაშობს, მათ უპირატესობა აქვთ, რადგან საკუთარ მოედანზე სავსე ტრიბუნების ფონზე თამაშობენ, მატჩის  ანგარიშს  დიდ  მნიშვნელობას  არ ვანიჭებთ,  ჩვენი  მიზანია  ეს  შეხვედრები  გამოვიყენოთ  მსოფლიო ჩემპიონატის  შესარჩევი ეტაპისთვის,  გამოვასწოროთ  ის  ხარვეზები  რაც ბოლო შეხვედრებში  დავუშვით და  მივცეთ ახალგაზრდებს  შანსი  წარმოაჩინონ  ნაკრებში საკუთარი თავი.  გუნდის  ძირითადი  ბირთვი  შენარჩუნებულია, ვერ  გვეხმარებიან კახა მაისაია და გიორგი ნიშნიანიძე, თუმცა  ნაკრებში  რამდენიმე  ხნიანი  პაუზის  შემდეგ  დაბრუნდნენ  ნუკრი ჭუმბურიზე და გიორგი ზედელაშვილი, ზედელაშვილი ძალიან  გამოცდილი მოთამაშეა  და  ის  ნაკრებს  ძალინ  გამოადგება", ამბობს  ავთანდილ ასათიანი, საქართველოს  ფუტსალის  ნაკრების  მთავარ  მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ საქართელოს ფუტსალის ნაკრებს  ევროპის  ჩემპიონატის  ძირითად ეტაპზე  მოსახვედრად, გადამწყვეთ შეხვედრაში  რუმინეთის  ეროვნულ  გუნდთან, ორი  მატჩის  ჯამში ( 2:2; 4:7) დამარცხდა.