
დღის განმავლობაში, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-5 ტურის ერთი მატჩის ბედი, რამდენჯერმე შეიცვალა. ამ წუთებში საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" სადაც ნათქვამია, რომ:
„თელავსა" და „დინამოს" შორის მატჩი აღარ გადაიდება. ვინაიდან ორივე გუნდის 8 ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული, 26 მარტს თამაშის შემთხვევაში კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებში ვეღარ მიავლენდნენ. ფედერაციამ ეს დაუშვებლად მიიჩნია და შესაბამისად, შეხვედრა, არსებული რესურსით 20 მარტს თელავში გაიმართება".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 21-წლამდე ნაკრების ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელა და გადაწყვიტა, რომ მატჩი წინასწარ შედგენილი კალენდრის მიხედვით გამართულიყო. მე-5 ტურის მატჩის ჩატარების თარიღი, რომელიც რამდენიმე საათის წინ, ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე შეიცვალა, ამ მომენტისთვის პირვანდელ ნიშნულზეა დაბრუნებული. ელიგის კალენდარში მითითებულია, რომ მატჩი, 20 მარტს, 18:00 საათზე, თელავში, „კავკასიონ არენზე" გაიმართება.
#TELvDTB





ჩვენ








