მორაგბეების თავს კვლავ გაურკვევლობა
მორაგბეების თავს კვლავ გაურკვევლობა
17.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ცნობილი ხდება, რომ ირაკლის აბუსერიძის შემდეგ, საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის 10 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად ისოებ ტყემალაძეც პრეზიდენტად,  არ დაარეგისტრირა.  


„მარეგისტრირებელმა ორგანომგანცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვისა და მოქმედი კანონმდებლობის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისშ ესახებ" (იხილეთ დოკუმენტი)


ამის მიზეზი, ყრილობისას დაფიქსირებული ხარვეზია. კონკრეტულად კი, საჯარო რეესტრი განმარტავს, რომ რაგბის კავშირის წესდების მიხედვით ყრილობაზე უნდა განხილულიყო სწორედ ის საკითხები, რომლებიც წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) იყო დამტკიცებული. თუმცა ასე არ მოხდა - განიხილეს ზოგიერთი ის საკითხი, რომელიც 30 დეკემბრის ყრილობის დღის წესრიგში არ იყო ჩაწერილი.


ამას გარდა, საჯარო რეესტის მიერ გაცემულ დოკუმენტში ყურადღება იმ გარემოებაზეც მახვილდება, სადაც ლაპარაკია:


„სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი აკავშირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მათ შორის, წესდების რეგისტრაცია. აღნიშნულის საფუძვლად განცხადებაზე თანდართულია კავშირის წესდების ახალი რედაქცია, რომელშიც აღნიშნულია რომ წესდება დამტკიცდა ა(ა)იპ  ,,საქართველოს რაგბის კავშირის'  2021 წლის  10 მარტის კრების ოქმით. თუმცა, აღნიშნული კრების ოქმით არ დგინდება, რომ კავშირის ყრილობის დღის წესრიგის საკითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის მიღება. ყრილობი სოქმში აღნიშნულია, რომ  ,,დღის წესრიგისმე-8 საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარემ კრებას წარუდგინა კავშირის წესდების პროექტი''. კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგის მე-8 საკითხადგანსაზღვრულია  ,,სხვა საკითხები''. დღის წესრიგითა რ არის განსაზღვრული ორგანიზაციის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტის  - წესდების დამტკიცების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ხმის უფლების მქონე ყველა პირი ინფორმირებული იყო კრებაზე განსახილველ საკითხებთან, კერძოდ, წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებასთან დაკავშირებით".


სოსო ტყემალაძემ საპრეზიდენტო არჩევნები 10 მარტს 42 ხმით მოიგო. ის ამ არჩვნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. ახლა კი, მას, რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, 30 კალედნარული დღე აქვს.