
საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს.
„28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.
ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%" - აღნიშნულია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ მომენტისთვის ჯერ სფფ-ს და არც ძიუდოს ფედერაციას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, სპორტულ ფორუმებზე, გულშემატკივრისთვის ბილეთების გაყიდვა როდიდან დაიწყება და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს, „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
26-28 მარტს კი, თბილისი, ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 85 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.





ჩვენ








