
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა, რომ საფეხბურთო მატჩის გარდა, რომელიც 28 მარტს „დინამო არენაზე" გაიმართება, გულშემატკივრის 30%-ით დაშვება ნებადართულია კიდევ ერთ საერთაშორისო ფორუმზე. ძიუდოს გრანდ-სლემზე, რომელსაც თბილისი, 26-28 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
ამასთან დაკავშირებით, პირველ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაც.
„26-28 მარტს თბილისში გასამართ გრან სლემზე საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაციების მიხედვით შესაძლებელი ხდება გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობის დაშვება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას პანდემიის გამო შეჯიბრებების ჩატარების საკუთარი წესები აქვს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აწარმოებს მოლაპარაკებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან, თუ რა რეგულაციებით დაიშვება გულშემატკივარი დარბაზში", - ნათქვამია განცხადებაში.
ძიუდოში, თბილისის გრანდ სლემს, შეგახსენებ, რომ თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის, ტურნირში მონაწილეობის სურვილი, მსოფლიოს 85 ქვეყნის წარმომადგენელმა გამოთქვა.





ჩვენ








