11 კაცით, ბოლო ბრძოლაში
11 კაცით, ბოლო ბრძოლაში
05.12.2017
ავტორი:

საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ხვალ, 6 დეკემბერს, ფიბას ევროპის თასის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ევროპული საკლუბო ტურნირის ბოლო, ჯგუფური შეხვედრა თურქულ „ისთანბულ BBSK"-თან 19:00 დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

„ჩვენ ვიცით ეს გუნდი. ვითამაშეთ მათთან ერთი შეხვედრა. „ისთანბულ BBSK" არის თურქეთის ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი კლუბი. ამ გათამაშების პირველ შეხვედრაში სამწუხაროდ, წავაგეთ. ხვალ, ბოლო თამაშია და ჩვენც, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ღირსეულად ვეთამაშოთ ამ საკმაოდ ძლიერ  მოწინააღმდეგეს. რაც შეეხება მოთამაშეებს, ვინმედოვნებ,  რომ ვიქნებით სრული შემადგენლობით. რამდენიმეს ჰქონდა, მიკროტრავმები მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოახერეს დღეს ევარჯიშათ. ალბათ, ვიქნებით 11 მოთამაშით და ამ მხრივ,  პრობლემა არ გვექნება" - ამბობს ირაკლი ხოშტარია, თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.

დღევანდელ ვარჯიშამდე, მიკროტრავმები ლევან ფაცაციას და გუნდის სერბ ლიდერს, ნიკოლა გაჩეშას ჰქონდათ. თუმცა, დღეს ორივე მათგანმა, ექიმების დახმარებით ვარჯიში მოახერხა. ამ მომენტისთვის გადაწყვეტილია, რომ ხვალ ორივე იქნება განაცხადში. „დინამოში", ცვლილებები მოხდა, სანაკრებო შესვენების დროს. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი „დინამოს" მეორე სერბმა ლეგიონერმა, ახალგაზრდა იოვან ჩრნიჩმა დატოვა.  ირაკლი ხოშტარია, არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულად ხვალინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, „დინამოში" კვლავ მოხდეს ცვლილებები და გუნდმა, სუპერლიგაზე ასპარეზობა მცირედი ცვლილებებით გააგრძელოს. თუმცა, მანამდე, ფიბას ევროპის თასის ხვალინდელი შეხვედრაა გასამართი.

„გვჭირდება მოგება და ამის გაკეთებას, მაქსილმურად შევეცებით. ღირსეულად ვითამაშებთ და ვეცდებით, მოვიგოთ კიდეც. ხვალიდნელ თამაშში, ყურადღება გამახვილდება ერთი-ერთზე თამაშზე. ამ კომპონენტში, მოწინააღმდეგეს აქვს დიდი უპირატესობა და შევეცდებით, ვითამაშოთ ორმაგი დაცვაც, ამ კუთხით, ვიყოთ საკმაოდ ძლიერები და მაქსიმალურად შევზღუდოდ მათი სივრცეები" - ამბობს, ირაკლი ხოშტარია.

მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის „დინამო" წელს, ევროპის საკლუბო ტურნირების გათამაშებაში ჩაერთო. თავდაპირველად, „დინამო" ფიბას ჩემპიონთა თასის საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა ტურნირს და ასპარეზობა, ფიბა ევროპის თასზე განაგრძო. აქ კი, ჯგუფში რუმინულ „კლუჟს", თურქულ „ისთანბულ BBSK"-სა და ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს" დაუპირისპირდა. საერთო ჯამში, „დინამოს" 6 მატჩის გამართვა უწევდა. ხვალ, „დინამო", სწორედ, ბოლო მე-6 შეხვედრას გამართავს. სამწუხაროდ, ევროტურნირზე დაბრუნებულმა ქართულმა კლუბმა 5-ვე თამაში წააგო.

„თურქული  გუნდი და  „კლუჟი" თავიდანვე ჯგუფის ფავორიტები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი ხვალ სრულდება, ორივე ეს გუნდი, ჯგუფიდან, მომდევნო ეტაპზე უკვე გასულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გავქვს, ხვალ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ ეს ბოლო თამაში, მოვიგოთ. დავიხარჯებით ბოლომდე. კალათბურთი გუნდური თამაშია და სწორედ, ამის ხარჯზე ვაპირებთ თამაშის მოგებას" - ამბობს მიშა ბერიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 1 ნოემბერს, თურქეთში შედგა. ქართულმა კლუბმა, ის მატჩი დიდი ანგარიშით 72-52 წააგო. გარდამტეხი მომენტი, შეხვედრის მეორე მეოთხედი გამოდგა. ასე, რომ ხვალ, დინამოელები, საკუთარ კედლებში ევროტურნირზე დაბრუნების შემდეგ, პირველი თამაშის მოგებას და უშუალოდ, თურქულ კლუბთან განცდილი მარცხის შემდეგ, რეაბილიტაციას შეეცდებიან.