
დღეს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, მოახლოებულ თბილისი გრანდ სლემზე გულშემატკივართა დასწრების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა:
„2021 წლის 26-28 მარტს თბილისში გასამართ დიდი სლემის ტურნირთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან მიმდინარე მოლაპარაკება გულშემატკივრის დასწრების წესთან დაკავშირებით თითქმის დასრულებულია. დღეს შეგვიძლია დადასტურებით განვაცხადოთ, რომ ხვალიდან შესაძლებელი იქნება ბილეთების შეძენა www.tkt.ge-ს ონლაინ პლატფორმაზე. რაც შეეხება რეგულაციებს საერთაშორისო ფედერაციასთან მოლაპარაკების საბოლოოდ დასრულებისთანავე გახდება ცნობილი უახლოეს პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება 28 მარტს გასამართი საფეხბურთო, სარაგბო მატჩებზე, ასევე თბილისის გრანდ სლემზე ტრიბუნებზე შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივარი დაეშვათ.





ჩვენ








