ქართველი მსაჯები და დელეგატი, უეფა-ს 2021 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
ქართველი მსაჯები და დელეგატი, უეფა-ს 2021 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
21.03.2021
ავტორი: თ.ჯ.

ქართველი მსაჯები უეფა-ს 2021 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე იმსაჯებენ. ამის შესახებ დღეს, ინფორმაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.  ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრს, გიორგი ყრუაშვილის, ლევან ვარამიშვილისა და ზაზა ფიფიას შემადგენლობით, სლოვენიასა და უნგრეთში დაგეგმილ თამაშებზე იმსაჯებენ.


აღსანიშნავია, რომ თუკი, გიორგი ყრუაშვილსა და ლევან ვარამიშვილს შერეულ სამსაჯო ბრიგადებში, ასისტენტების რანგში, ადრეც უმუშავიათ ასაკობრივი სანაკრებო ტურნირების ფინალურ ეტაპებზე. ამჯერად, უეფა-ს გადაწყვეტილებით, სლოვენიაში ქართველ მსაჯებთან ერთად დელეგატის რანგში, კიდევ ერთი ქართველი, ვახტანგ ბზიკაძეც იმუშავებს. ამ სტატუსში, ბზიკაძე,  „ბ" ჯგუფის სამ მატჩს მოემსახურება. აქამდე მსგავსი ტურნირების ფინალურ ეტაპზე,  დელეგატის სტატუსით დავით პეტრიაშვილს და უმცროს ნოდარ ახალკაცს აქვთ ნამუშევარი.


უკვე მომდევნო, უეფა-ს ევროპის, 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თანამასპინძელი რუმინეთთან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, საქართველო იქნება. ტურნირის ფინალური მატჩი კი, „ბათუმი არენაზე" გაიმართება.