
თბილისის გრანდ სლემისთვის ბილეთების გაყიდვა იწყება. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. ონლაინ, გულშემატივარს, ერთ ჯერზე მინიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეეძლება და თითო ბილთის ფასი, 1 საასპარეზო დღეს 10 ლარია.
„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი თბილისის დიდი სლემი, სადაც მონაწილეობას მიიღებს 90 ქვეყნის 600 სპორტსმენი, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. თბილისის დიდი სლემი ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრებაა ტოკიოს ოლიმპიადის წინ და ძიუდოისტები ოლიმპიური ლიცენზიის ქულებისთვის იბრძოლებენ. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გაიმართება.
წინასწარი შეხვედრების დაწყების დრო 09:00, ზუსტი დრო გამოცხადდება 25 მარტს, კენჭისყრის შემდეგ. ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 17:00 საათზე.
ასაკობრივი შეზღუდვა - პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ფედერაციის რეკომენდაციაა შეჯიბრებას არ დაესწრონ 12 წლამდე ასაკის ბავშვები,"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26-28 მარტს გაიმართება და პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შესაბამისად, მასზე დასწრება მხოლოდ გულშემატკივრის 30%-ს შეეძლება. შეზღუდული რაოდენობით და საგანგებო წესების დაცვით, ტურნირის მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე





ჩვენ








