გუშინ და დღეს, საქართველოს დ. ყიფიანის თასის პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა
გუშინ და დღეს, საქართველოს დ. ყიფიანის თასის პირველი ეტაპის მატჩები გაიმართა
22.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2021 წლის გათამაშების  საკვალიფიკაციო შეხვედრები, 21-დან 23 მარტის ჩათვლით გაიმართება. გათამაშებაში, თავდაპირველად ლიგა 4-ის ოცი და ლიგა 3-ის 14-14 გუნდი ჩაერთო. გუშინ და დღეს, 12 მატჩი გაიმართა. პირველი შეხვედრა კი, „დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის" მთავარ მოედანზე ჩატარდა და „დინამო თბილისი 2" - ხობის „კოლხეთს" დაუპირისპირდა. მატჩი, „დინამო თბილისის აკადემიის" მოედანზე გაიმართა და მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა.


ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა, ანგარიში უკვე მე- 7 წუთზე, გიორგი გვიშიანის გოლით გაიხსნა. კიდევ, ოც წუთში „დინამო თბილისმა", უპირატესობა, კიდევ ერთი გოლით გაზარდა და კიდევ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა. ეფექტური გოლი, ლევან ოსიყმაშვილმა გაიტანა. სურათი არ შეცვლილა არც მეორე ტაიმში. დინამოელები მომენტებს ანიავებდნენ, სტუმრებმა კი, მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხეს, მეტოქის ნახევარზე გადასვლა, ისე რომ წინა დღით, თელავში ნამგზავრ, დინამოელთა გამოცდილ მეკარეს, ომარ მიგინეიშვილს საქმეში ჩართვა ერთ მომენტში მოუწია, როდესაც მის კარში 11-მეტრიანი დანიშნეს. მიგინეიშვილმა, დარტყმა მოიგერია, თუმცა, მსაჯის გადაწყვეტილებით ის გაამეორებინეს და ამჯერად, „კოლხეთს" გაუმართლა. სხვათა შორის, სტუმრები, ამ თამაშში, პირველ ტაიმში კიდევ ერთ მომენტში ითხოვდნენ 11-მეტრიანს, თუმცა, ამ მომენტამდე, მათ მსაჯის მიერ თამაშგარეზე აწეული ალამი არ შეუნიშნავთ. „დინამო თბილისიდან" კი, ამ შეხვედრაში მესამე გოლი თორნიკე ახვლედიანის ანგარიშზე. თბილისურმა კლუბმა, კი, რომელიც 2021 წლის სეზონს, ლიგა 4-ში ითამაშებს, მატჩი, 3-1 მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ხონის „იმერეთს" დაუპირისპირდება.


დღეს, კი მორიგი შეხვედრები გაიმართა:

„გლდანი" - „ზესტაფონი" 1 - 2  /  თბილისი გლდანის საფეხბურთო ცენტრი

„მარგვეთი  2006" -  „იმერეთი" 1 - 2 /  ხარაგაული, მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონი

„სამცხე" - „სულორი"  3 - 2 (დამატებითი დრო) -ახალციხე,  მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი

„მართვე" - „ბორჯომი"   0 - 1 /  ქუთაისის „ტორპედოს" ბაზა

„კოლხი" - „დიდუბე" 0 - 5 /თბილისი, ამერის სტადიონი

„ცხუმი" - „მერანი 2"  1 - 3  (დამატებითი დრო) /თბილისი, ოლიმპიური კომპლექსი

„ლეგიონი"-  „ტორპედო 2"  1 - 0  /გორი - ახალდაბის სტადიონი

„ჩიბათი" - „იბერია" 2 - 4  /ლანჩხუთი, ე.შევარდნაძის სათადარიგო მოედანი

„ვიტ ჯორჯია 2" - „ეგრისი" 3 - 0 /  მცხეთა, მცხეთა პარკი

„ოდიში 1919" - „გორი" 0 - 2  / ზუგდიდი, რუხის აკადემია

სამეგრელო - „თბილისი სითი" 0 - 6 / ჩხოროწყუ, ბონდო პაპასკირის სახელობის მოედანი


ამ ეტაპის კიდევ  12 შეხვედრა ხვალ, 23 მარტს გაიმართება. 26 მარტს კი, გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებია დაგეგმილი


იხილეთ კალენდარი