
ეროვნული ნაკრების პირველ ვარჯიშამდე ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლის იძულებითი ცვლილების გაკეთება უწევს. საკლუბო თამაშის დროს ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პოლონეთიდან ვაკო გვილია გამოიძახა.
გვილია და ეროვნული ნაკრების სხვა ლეგიონერები, გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა და გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც საქართველოში შესაძლოა ყველა სხვა ლეგიონერზე მეტად ელიან, თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ და გუნდთან ერთად პირველად ხვალ ივარჯიშებენ.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამაც, რომლის მარტის სანაკრებო ფანჯრისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი იყო.
დღეს კი, თბილისის ზღვის ბაზაზე, წვიმიან ამინდში, ვილი სანიოლის გუნდმა 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ჩვენი გვერდისთვის ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის, საქართველოში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია.

ხვალ, 23 მარტს, ჩვენი ნაკრები საქართველოში კიდევ ერთხელ ივარჯიშებს და მოგვიანებით სტოკჰოლმში გაემგზავრება, სადაც, 25 მარტს, თბილისის დროით, 23:45 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (ქონიასფორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)



სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








