პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია
პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია
23.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შვედეთში გამგზავრებამდე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, თბილისის ზღვის ბაზაზე, ვილი სანიოლის მეთვალყურეობით, მეორე ვარჯიში ჩაატარა. ივარჯიშეს, თბილისში ჩამოსულმა ლეგიონერებმა, რომელთა შირის ოთარ კიტეიშვილიც იყო.


„ალიან მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარ. ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია შედარებით სწრაფად გავიარე. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს და კალენდარს, რთულ ჯგუფში მოვხვდით და ამასთან ერთად საკმაოდ რთული კალენდარიც გვაქვს,  ექვს დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი თამაშიდანვე ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვთვლი, რომ პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ და რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

 



ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამასთან ერთად უახლოეს მატჩებში თამაშის შანსი რამდენიმე დებიუტანტს ექნება. სასიხარულოა, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება ბევრ მოთამაშეს ეძლევა. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მას დღეს შევხვდით და გავიცანით, მსურს, რომ წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ მისი კარიერა საქართველოს ნაკრებში წარმატებული იქნება", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი სფფ-ს ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


შეგახსნეებთ, რომ 25 მარტს, საქართველოს ნაკრებში, შვედეთში, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშის შემდეგ კი, სამშობლოში დაბრუნდება და 28 მარტის მატჩისთვის მოემზადება.


სფფ-ს ფოტოები