ანასტასია გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია
ანასტასია გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია
05.12.2017
ავტორი:

ამერიკულ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ძალოსანტა ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. ქალთა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო.

ორჭიდის ჯამში, საქართველოს ნატურალიზებულმა ძალოსანმა 265კგ დაძლია (ატაცი - 120კგ; აკვრა - 145კგ) და მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჩილელ მარია ფერნანდა ვალდეს პარისს. დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმიერი სანტანა პეგუერო 254კგ-თი მესამე ადგილზე გავიდა.

გოტფრიდის ოქროს მედალი მეორეა გიორგი ასანიძის გაწვრთნილი ძალოსანთა ნაკრებისთვის. შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ ბრინჯაოს მედალი, 62 კმ წონით კატეგორიაში,  შოთა მიშველაძემ მოიპოვა.

6 დეკემბერს, გამთენიისას, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105კგ) შეეცდება. ის ფიცარნაგზე თბილისის დროით 5:25 საათზე გავა. სხვათა შორის, ლაშა, იმ რეკორდის გამეორებასაც შეეცდება, რომელიც საქართველოში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, დუშეთში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაამყარა. მან თავისივე რეკორდი, 217 კგ, გააუმჯობესა და 220კგ-ს აწევა მოახერხა ატაცში. სწორედ, ამ რეკორდის ოფიციალურად გამეორებას შეეცდება ქართელი ძალოსანი.