ქართველი მსაჯები, ინგლისი-შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრას განსჯიან
ქართველი მსაჯები, ინგლისი-შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრას განსჯიან
23.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველ მსაჯთა ბრიგადა გიორგი ყრუაშვილის, ლევან ვარამიშვილისა და  ზაზა ფიფიას შემადგენლობით, 2021 წლის 25 მარტს, ევროპის 2021 წლის 21-წლამდე ასაკობრივ ჯგუფურ შეხვედრას განსჯიან. კერძოდ, ჩვენებურები D ჯგუფის საკმაოდ საინტერესო მატჩს მოემსახურებიან, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


ფეხბურთის გულშემატკივარს გემახსოვრებათ, რომ შვეიცარიის ნაკრები, ამ ეტაპამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ასპარეზობდა საკვალიფიკაციო ჯგუფში და გუნდები ერთმანეთს, 2020 წლის შემოდგომაზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.


გორშივე, თენგიზ ბურჯანაძის სახეობის სტადიონზე, ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრმა. აქვე, შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდს, სწორდ, ამ ნაკრებთან მოუწევთ 16 ნოემბერს, ამხანაგური მატჩის გამართვა.  


რაც შეეხება ინგლისისა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრას ის, 25 მარტს, თბილისის დროით 18:00 დაიწყება.