
ნიკოლოზ ბასილაშვილი, მორიგ ტურნირს, მაიამიში ითამაშებს. ATP MASTERS 1000-Miami Open -ი მასტერსის სერიისაა და დიდი მუზარადის შემდეგ, ყველაზე მაღალი რანგის ტურნირთაგან ერთ-ერთია.
ტურნირში, რომელიც დღეიდან 24 მარტიდან დაიწყება და 4 აპრილამდე გასტანს, სარეიტინგო ქულა 1000 შეადგენს. ქართველი ჩოგბურთელი, კი აღნიშნულ ტურნირზე, 27-ე ნომრად არის განთესილი და ასპარეზობაში, მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, საკვალიფიკაციო ბადედან გასულ და შვედი მიკაელ იმერის (85) შორის გამარჯვებული იქნება.
ტრადიციულ ტურნირზე, რომელიც 2020 წელს, პანდემიის გამო გაუქმდა, თვლიან, რომ არც 2021 წელს იყრის თავს უძლიერესი შემადგენლობით. ე.წ. ტოპ 5-ის მოთამაშეთაგან ტურნირში, მხოლოდ რუსი დანიილ მედვედევი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი იასპარეზებენ. რაც შეეხება ნიკას, ქართველი აღნიშნულ მასტერზე მესამედ იასპარეზებს და იმედს ვიტოვებთ, ის ბასილაშვილისთვის, ამჯერად, წარმატებული იქნება.





ჩვენ








