მატჩის დღე 1 / Matchday 1
მატჩის დღე 1 / Matchday 1
24.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველო-ესპანეთის თამაშზე დასასწრები ბილეთები, დღეს, რამდენიმე საათში გაიყიდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფისთვის „დინამო არენას" ყველა ბილეთი იყო ერთ დღეში გაიყიდა, რთული წარმოსადგენი არ უნდა ყოფილიყო, რომ პანდემიის შეზღუდვების ფონზე, მატჩებზე დაშვებული მაყურებლის რაოდენობა, რომელიც (სტადიონის ადგილებიდან გამომდინარე 30%) არ იყო ისეთი დიდი, ასევე მალე გაიყიდებოდა. მართლაც, გულშემატკივარმა, ზოგმა, საკუთარი გუნდის, საქართველოს თამაშს დანატრებულმა, ზოგმა კი, ესპანეთის ნაკრების და რამოსის ხილვაზე ჩაციკლულმა, მატჩზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა ნახევარ დღეში აითვისა. თუმცა, ესპანეთთან მატჩამდე, 25 მარტი და შვედეთის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირებაა.


დღესვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრების ახალი სათამაშო ფორმების პრეზენტაცია გააკეთა. სწორედ, ამ ფორმებით მოუწევს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური შეხვედრის გამართვა ხვალ, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ. დღის ბოლოს კი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც სტოკჰოლმში, გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა, მატჩამდე პირველი ვარჯიში სოლნას ფრენდს არენაზე ჩაატარა.


ჩვენი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში, 24 ფეხბურთელია. მატჩამდე, ტრადიციული პრეს-კონფერენცია, კი პანდემიის ბრალეულობით თუ მის გარეშე ქართული მედიის გარეშე ჩატარდა. ამიტომ, ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, ჩვენი გვედრი ვერ გეტყვით რა ითქვა პრესკონფერენციაზე.


შვედეთის ნაკრები კი, მატჩამდე ერთი დღით ადრე აცხადებს, რომ გუნდში იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების შემდეგ, არ აპირებს ერთ კაცზე აწყობას, რადგან ასეც და ისეც, ისევე აპირებს თამაშს,  როგორც 2018 წელს თამაშობდა და მაშინ, ზლატანი, ჩვენთან ერთად არ იყოო. შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში, თავად იბრას მიერ გაკეთებული განცხადებაც მოსწონთ, სადაც, ფეხბურთელმა თქვა, რომ გუნდში საკუთარი შოუს დასადგამად არ არის.


სხვათა შორის შვედებს ისიც აფიქრეთ, რამდენად მოახერხებს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი იმ ახლა გუნდთან შეთამაშებას, რომელიც სწორედ, გუნდიდან მისი წასვლის შემდეგ ათამაშდა კარგად. თუმცა, შვედური მედია, იბრაჰიმოვიჩის გუნდში ყოფნის მომენტით სარგებლობს და საქართველოს ნაკრებზე, ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას აძლიერებს, მით უმეტეს, რომც შემოდგომის ფიასკოს შემდეგ, ჩვენებს ხვალ, პირველი მატჩის გამართვა უწევთ.