
ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი, ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამყარა. 24 წლის ქართველი სპორტსმენი 2015 წლიდან, ძალოსნობის სამყაროს ახალ-ახალი რეკორდებით ანებივრებს. 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე 454 კგ. (207+247), 2016 წელს ოლიმპიურ თამაშებზე 473 კგ. (215+258), 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე 477 კგ. (220+257) - ეს ის სტატისტიკაა, რომლის გაზრდასაც ლაშა ტალახაძე აუცილებლად შემატებს ახალ ჩანაწერებს.
ამჯერად კი, ქართველი ძასოსნების სათვალავს 2 მსოფლიო რეკორდი, 3 ოქროს მედალი კიდევ მიემატა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს, გამთენიისას ლაშა ტალახაძემ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში (210/215/220 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ტალახაძემ, მეორე ადგილზე გასული ირანელი სპორტსმენი უკან, 9 კილოგრამით ჩამოიტოვა, ხოლო მესამე ადგილოსანს, ასევე ირანელ ძალოსანს, მთელი 17 კილოგრამით გადაუსწრო.
ტალახაძემ აკვრაშიც დამაჯერებლად იასპარეზა და (243 / 259 / 257 კგ) და აქაც ოქროს მედალს დაესაკუთრა. ორჭიდში კი მსოფლიო რეკორდი 477 კგ, 4 კილოგრამით გააუმჯობესა. შეგახსენებთ, რომ ტალახაძისგან ამ წონის დაფიქსირებას, სპორტული წრეები მას შემდეგ ელოდნენ, რაც ქართველმა ძალოსანმა, ნოემბერში, დუშეთში გამართულ საქართველოს პირველობაზე აღნიშნული შედეგი დააფიქსირა. თუმცა ის, რომ წონა ოფიციალურ რანგში ასულიყო, ის საერთაშორისო ტურნირზეც უნდა დაფიქსირებულიყო, რაც 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა, დღეს გამთენიისას, მარტივად მოახერხა.
ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის 2გზისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე პლანეტის უძლიერესი კაცი, სავარაუდოდ წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მოსაპოვებლად, ერთგ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.
მანამდე კი, ანაჰაიმში, ქართველი სპორტსმენების მონაგარი 8 მედალია. თავდაპირველად შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანასტასია გოტფრიდმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა, დაამყარა 2 მსოფლიო რეკორდი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.





ჩვენ








